menu
person

ჯაყელების ფრესკა საფარის მონასტერში

(სარგის I, ბექა I, სარგის II).



დავით ნარინის ვაჟის ვახტინგის აღმოსავლეთ საქართველოში გამეფებით ისახებოდა პერსპექტივა, რომ მომავალში , მისი მამის გარდაცვალების შემდეგ, ის მემკვიდრეობით დასავლეთ საქართველოს ტახტსაც მიიღებდა. ამით მისი ხელისუფლების ... Читать дальше »
Категория: საქართველოს ისტორია | Просмотров: 1005 | Добавил: remixs | Дата: 24.05.2012 | Комментарии (0)

დავით ულუს გარადცვალების შემდეგ მონღოლებმა მეფედ , მისი 11 წლის ვაჟი დემეტრე II დაამტკიცეს (1270-1289). მას აღმზრდელად ყაენის ნდობით აღჭურვილი პირი სადუნ მანკაბერდელი დაუნიშნეს. სადუნი ტიპიური მედროვე იყო, მან გაიძვერობით მლიქვნელობით მიაღწია იმას რომ საქართველოს მეფის ათაბაგად დანიშნეს. დემეტრეს მცირეწლოვნების დროს სწორედ სადუნი გახდა ქვეყნის მმართველი, მან პირადი ქონება განუზომლად გაზარდა. მან დემეტრესთან დანათესავებაც მოახერხა. მეფის და ცოლად ჰყავდა, მაგრამ მეფის დას არ მოსწონდა წარმართი მონღოლის ცოლობა გამოექცა სადუმს და თავი მთიულეთს შეაფარა. სადუნის ასეთი გაძლიერება არ მოსწონდათ ქართველ დიდებულებს მაგრამ მასთან ბრძოლა ძალზედ რთული იყო რადგან სადუნს ზურგს მონღოლები უმაგრებდნენ. სადუნს სურდა მისდამი ასეთი უარყოფითი განწყობა ... Читать дальше »
Категория: საქართველოს ისტორია | Просмотров: 909 | Добавил: remixs | Дата: 24.05.2012 | Комментарии (0)


ილხანთა საყაენო


კორტასთავის შეთქმულებამ მონღოლები საგონებელში ჩააგდო. ისინი მიხვდნენ რომ საქართველოში მეფობის გაუქმებას ვერ შესძლებდნენ , რადგან მეფობის გაუქმება საქართველოში დიდი აჯანყებას გამოიწვევდა. მონღოლები განაპირა რეგიონებში ლმობიელად იქცეოდნენ რადგან , სხვა ხალხს არ შეშინებოდათ თათრებისადმი დამორჩილება. მონღოლები დაყვნენ ქართველი დიდებულების ნებას. საქართველოდან გააგზავნეს მეფედ დასამტკიცებელი კანდიდატი. ეს იყო ლაშა-გიორგის უკანონო შვილი დავითი. მონღოლთა მთავარ ურდოში საქართველოს მეფობის ახალ პრეტენდენტის ჩასვლისას გაირკვა, რომ დავით რუსუდანის ძე ცოცხალი იყო. მისი მეფედ დამტკიცება იმიტომ შეფერხდა , რომ დიდი ... Читать дальше »

Категория: საქართველოს ისტორია | Просмотров: 1116 | Добавил: remixs | Дата: 24.05.2012 | Комментарии (0)

იმ ხანებში ღმრთის ნებით, მამა გრიგოლის კურთხევითა და კურაპალატის თანხმობით, მამა საბა იშხნის ეპისკოპოსად დადგინდა. ამ დროიდან მოყოლებული, იშხანი აღორძინდა და იქცა სულიერი განათლებისა და მწიგნობრობის მნიშვნელოვან კერად.

შატბერდი
(გიორგი ბარისაშვილის ფოტო)

დიდად პატივცემული იყო მამა გრიგოლი ღმრთისაგან, ყველა ემორ ... Читать дальше »

Категория: ქართული სასულიერო მწერლობა | Просмотров: 1562 | Добавил: remixs | Дата: 24.05.2012 | Комментарии (0)

 

 

 

ღირსი მამის გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება და მოღვაწეობა

 

 

VIII-IX ს.ს-ის დიდი საეკლესიო მოღვაწე და განმანათლებელი მეუდაბნოე, კლარჯეთის სავანეთა კეთილად განმგებელი წინამძღვარი და ხანძთისა და შატბერდის მონასტერთა აღმაშენებელი, ღი ... Читать дальше »

Категория: ქართული სასულიერო მწერლობა | Просмотров: 1163 | Добавил: remixs | Дата: 24.05.2012 | Комментарии (0)




და აწ დამტკიცებულად გითხრა თქუენ აღსასრული წმიდისა და სანატრელისა შუშანიკისი: I. იყო, მერვესა წელსა სპარსთა მეფისასა, კარად სამეფოდ წარემართა ვარსქენ პიტიახში, ძჱ არშუშაჲსი, რამეთუ პირველ იგიცა იყო ქრისტიანე, ნაშობი მამისა და დედისა ქრისტიანეთაჲ. და ცოლად მისა იყო ასული ვარდანისი, სომეხთა სპაჲსპეტისაჲ, რომლისათჳს-ესე მივწერე თქუენდა, მამისაგან სახელით - ვარდან, - და სიყუარულით სახელი მისი - შუშანიკ, მოშიში ღმრთისაჲ, ვითარცა-იგი ვთქუთ, სიყრმითგან თჳსით. და უკეთურებისა მის სახისა ქმრისა მისისაჲსა მარადის გულს-ეტყჳნ და ევედრებინ ყოველთავე ლოცვის-ყოფად მისთჳს. რაჲთამცა ცვალა იგი ღმერთმან სახისა მისგა ... Читать дальше »
Категория: ქართული სასულიერო მწერლობა | Просмотров: 1841 | Добавил: remixs | Дата: 24.05.2012 | Комментарии (0)



საქართველოს ისტორია VIII საუკუნეში

VIII საუკუნის დასაწყისში , როგორც კი დასრულდა შიდაომების სახალიფომ დამპყრობლითი ომები განაახლა. არაბებმა დაიპყრეს აფრიკის ჩრდილოეთი და გიბრალტარის სრუტით ესპანეთში შეიჭრნენ რამდენიმე წელიწადში მათ მთელი პირინეის ნახევარკუნძული დაიპყრეს. არაბები ევროპაში 732 წელს ფრანკებმა შეაჩერეს. ამის პარაელელურად სახალიფომ გააქტიურა პოლიტიკა აღმოსავლეთითაც.
VIII საუკუნის დასაწყისში არაბთა გარნიზონები იდგა თბილისსა და ციხე გოჯში. ბიზანტიის იმპერია ცდილობდა გავლენა აღედგინა დასავლეთ საქართველოში და ჯარიც კი გამოგზავნ . ალყა შემოარტყეს ციხე-გოჯს , არაბებმა შესძლეს ბიზანტიელების მოგერიება. მალე არაბებმა დამატებითი ჯარი გაგზავნა დასავლეთ საქართველოში. ბიზანტიელებმა თავი აარიდეს მათთან შეტაკებას და უკან გაბრუნდნენ. ბიზანტიამ მაინც შესძლო თავისი პოზიციების ნაწილის აღდგენა მან დაიქვემდებარა საქართვეელოს უკიდურეს ჩრდილ ... Читать дальше »
Категория: საქართველოს ისტორია | Просмотров: 936 | Добавил: remixs | Дата: 24.05.2012 | Комментарии (0)

ყირხბულახის ბრძოლა 1751, ბრძოლა ქართლ-კახეთის ჯარებსა და აზატ-ხანის ლაშქარს შორის. სოფ. ყირხბულახთან (ახლანდელი სომხეთი). აგრის ბრძოლაში დამარცხებამ შეარყია თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის გავლენა აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში.
აზატ ხანმა ძალაუფლების გამყარება გადაწყვიტა. თავდაპირველად მან ერევნის სახანოზე მიიტანა იერიში. ერევნის ხანმა ქართველ მეფეებს სთხოვა დახმარება. ქართველთა ჯარი ბამბაკში მივიდა, მაგრამ სიმცირის გამო ერევნის სახანოში გადასვლა და მტერთან შებრძოლება ვერ შეძლო. მალე ერევნისაკენ გაემართა ერეკლე II, რომელსაც შეუერთდა წინათ გაგზავნილი ჯარი. ქართველთა ლაშქარში 4 ათასი მეომარი იყო. აზატ-ხანს - 18 ათასი კაცი ჰყავდა. გადამწყვეტი ბრძოლა სოფ. ყირხბულახთან მოხდა. თავდაპირველად აზატ-ხანმა ქართველთა მარცხენა ფლანგს შეუტია და უკან დაახევინა. ერეკლემ თავის მხედრობას დაქვეითება უბრძანა და იერიშზე გადავიდა. მტერმა ვერ გაუძლო ქართველთა მძაფრ შეტევას და გაიქ ... Читать дальше »
Категория: საქართველოს ბრძოლები | Просмотров: 553 | Добавил: remixs | Дата: 24.05.2012 | Комментарии (0)



შამქორის ბრძოლა – 1195 წლის 1 ივნისს, საქართველოს სახელმწიფო ლაშქრის ბრძოლა ირანის აზერბაიჯანის ათაბეგის აბუ ბაქრის (1191-1210) წინააღმდეგ შამქორის (ახლანდელი აზერბაიჯანი) მახლობლად.
აზერბაიჯანის ილდეღიზიდი ათაბეგის უძეო ყიზილ-არსლანის (1186-1191) სიკვდილის შემდეგ ხელისუფლებისათვის ბრძოლა მის ძმისშვილებს შორის ატყდა. შუათანა ძმამ აბუ ბაქრმა დაამარცხა უფროსი ძმა ხუტლუ ინანჩი და მიიტაცა ათაბეგობა. უმცროსი ძმა ამირ მირანი შირვანშაჰ აღსართან I-ს (ახსითან I) დაესიძა. აბუ ბაქრმა მალე ისინიც დაამარცხა. იმავე ხანს მიწისძვრამ დააქცია შირვანის მთავარი ქალაქი შემახა და ბევრი ადამიანი იმსხვერპლა. შირვანშაჰმა და ამირ მირანმა შემწეობა სთხოვეს საქართველოს მეფეს თამარს, რომელმაც დახმარება აღუთქვა მათ.
ამის შემდეგ აღსართანი და ამირ მირანი პირადად ეახლნენ თამარს. საქართველოში მათ საზეიმო მიღება გაუმართეს და ლაშქრობის თა ... Читать дальше »
Категория: საქართველოს ბრძოლები | Просмотров: 1159 | Добавил: remixs | Дата: 24.05.2012 | Комментарии (0)

შირიმნის ბრძოლა 1021, ბრძოლა საქართველოსა და ბიზანტიის ლაშქარს შორის, შირიმთან (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია). ბიზანტიის იმპერიას არ აკმაყოფილებდა საქართველოსაგან მისი სიუზერენობის ფორმალური აღიარება და ცდილობდა რეალურად განემტკიცებინა თავისი მდგომარეობა, რისთვისაც XI საუკუნის დასაწყისში სამხრეთ ტაოს ტერიტორიაზე დავით კურაპალატის ყოფილი სამფლობელოებიდან (დავით III კურაპალატის მემკვიდრეობა) იბერიის თემი შექმნა.
ბიზანტია ყველა საშუალებით ცდილობდა შეეჩერებინა საქართველოს გაერთიანებისა და ზრდა-გაძლიერების პროცესი, დაესუსტებინა ის და ხელში ჩაეგდო მოსაზღვრე მიწები. 1014—1018, როცა ბიზანტია ბულგარეთთან ომით იყო დაკავებული, საქართველოს სამეფო კარმა ისარგებლა ამით და ბრძოლა დაიწყო სამხრეთ ტაოს მიწა-წყლის დასაბრუნებლად. ქართველებს მხარში ამოუდგნენ სომხებიც. გიორგი I-მა დაიკავა ბიზანტიის მიერ მიტაცებული ციხესიმაგრეები, მაგრამ ბულგარეთის დამა ... Читать дальше »
Категория: საქართველოს ბრძოლები | Просмотров: 917 | Добавил: remixs | Дата: 24.05.2012 | Комментарии (0)

ჩალაღანის ბრძოლა 1412, ბრძოლა ყარაყოიუნლუს ("შავბატკნიან") თურქმანებსა და შირვანშაჰისა და საქართველოს გაერთიანებულ ჯარებს შორის. "შავბატკნიან" თურქმანთა მბრძანებელმა ყარა-იუსუფმა სამხრეთ აზერბაიჯანში გაბატონების შემდეგ ჩრდილოეთ აზერბაიჯანსაც შეუტია. შირვან-შაჰმა შეიხ იბრაჰიმ დერბენდიმ და სიდი ალი შაქისელმა დახმარებისათვის საქართველოს მეფე კონსტანტინე I-ს მიმართეს. კონსტანტინემ 2 ათასი მხედარი მიაშველა მათ.
მოკავშირეები ჩალაღანთან, ელდარის ველის სამხრეთ აღმოსავლეთით, მდინარე მტკვარსა და მდ. ალაზანს შორის დაბანაკდნენ. ჩალაღანის ბრძოლა მოხდა 1412 დეკემბრის შუა რიცხვებში. მოკავშირეები დამარცხდნენ. კონსტანტინე I, შეიხ იბრაჰიმი, მისი ძმა - ბოჰული და ქართველი სარდლები თურქმანებმა შეიპყრეს. ქართველი ტყვეების ამაყი ქცევით განრისხებულმა ყარა-იუსუფმა კონსტანტინე I და მისი ძმა 300 ქართველ ტყვესთან ერთად სიკვდილით დასაჯა.\
Категория: საქართველოს ბრძოლები | Просмотров: 485 | Добавил: remixs | Дата: 24.05.2012 | Комментарии (0)


საქართველოს ისტორია V საუკუნეში

V საუკუნის დასაწყისიდან ირანმა გააქტიურა თავისი დამპყრობლითი პოლიტიკა კავკასიაში. 428 წელს ირანმა მეფობა გააუქმა სომხეთში. ცხადი იყო რომ ანალოგიური ბედი ელოდა საქართველოს და ალბანეთს. ირანის შაჰმა მეტად აგრესიული, რელიგიური პოლიტიკის გატარება დაიწყო. მან განიზრახა ქართლში, სომხეთსა და ალბანეთში მაზდიანობა გაევრცელებინა. ამ ქვეყნების დიდაზნაურები დაიბარეს ირანის შაჰის კარზე. ქართველთა შორის იყო ქვემო ქართლის პიტიახში არშუშა. სამივე ქვეყნის წარმომადგენელს, შაჰმა ქრისტიანობის უარყოფა და მაზდეანობის მიღება მოსთხოვა. ისინი იძულებულები გახდნენ უარი ეთქვათ ქრისტიანობაზე. მათ იმედი ჰქონდათ რომ სამშობლოში დაბრუნებულები კვლავ ქრისტიანობას მიიღებდნენ. შაჰმა უკან გამობრუნებულ დიდაზნაურებს თან გამოაყოლა მოგვები, მათ ევალებოდათ გაევრცელებინათ მაზდიანობა, დაეხურათ ეკლესიები და დაეწყოთ ირანული წეს-ჩვე ... Читать дальше »
Категория: საქართველოს ისტორია | Просмотров: 1038 | Добавил: remixs | Дата: 24.05.2012 | Комментарии (0)



საქართველოს ისტორია IV საუკუნეში

ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში

საქართველოში ქრისტიანობის გავრცელება I საუკუნიდან იწყება. ქრისტიანობა აქ იქადაგეს ქრისტეს მოციქულებმა ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელამა.

ქართლის გაქრისტიანება წმინდა ნინოს სახელთან არის დაკავშირებული. წმინდა ნინო წარმოშობით კაბადოკიიდან იყო. ნინოს აღზრდა ერთმა ქრისტიანობის კარგად მცოდნე ქალმა ითავა. სწორედ ამ ქალისაგან შეიტყო ნინომ რომ ქართლის დედაქალაქ მცხეთაში ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. ეს კვართი მცხეთაში ჩამოიტანა ქრის ... Читать дальше »
Категория: საქართველოს ისტორია | Просмотров: 951 | Добавил: remixs | Дата: 24.05.2012 | Комментарии (0)