menu
person

00:29
ყირხბულახის ბრძოლა 1751 ( საქართველოს ბრძოლები )
ყირხბულახის ბრძოლა 1751, ბრძოლა ქართლ-კახეთის ჯარებსა და აზატ-ხანის ლაშქარს შორის. სოფ. ყირხბულახთან (ახლანდელი სომხეთი). აგრის ბრძოლაში დამარცხებამ შეარყია თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის გავლენა აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში.
აზატ ხანმა ძალაუფლების გამყარება გადაწყვიტა. თავდაპირველად მან ერევნის სახანოზე მიიტანა იერიში. ერევნის ხანმა ქართველ მეფეებს სთხოვა დახმარება. ქართველთა ჯარი ბამბაკში მივიდა, მაგრამ სიმცირის გამო ერევნის სახანოში გადასვლა და მტერთან შებრძოლება ვერ შეძლო. მალე ერევნისაკენ გაემართა ერეკლე II, რომელსაც შეუერთდა წინათ გაგზავნილი ჯარი. ქართველთა ლაშქარში 4 ათასი მეომარი იყო. აზატ-ხანს - 18 ათასი კაცი ჰყავდა. გადამწყვეტი ბრძოლა სოფ. ყირხბულახთან მოხდა. თავდაპირველად აზატ-ხანმა ქართველთა მარცხენა ფლანგს შეუტია და უკან დაახევინა. ერეკლემ თავის მხედრობას დაქვეითება უბრძანა და იერიშზე გადავიდა. მტერმა ვერ გაუძლო ქართველთა მძაფრ შეტევას და გაიქცა. ქართველებს დიდძალი ალაფი დარჩათ.
Категория: საქართველოს ბრძოლები | Просмотров: 553 | Добавил: remixs | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
Имя *:
Email *:
Код *: