menu
person

00:26
ჩალაღანის ბრძოლა ( საქართველოს ბრძოლები )
ჩალაღანის ბრძოლა 1412, ბრძოლა ყარაყოიუნლუს ("შავბატკნიან") თურქმანებსა და შირვანშაჰისა და საქართველოს გაერთიანებულ ჯარებს შორის. "შავბატკნიან" თურქმანთა მბრძანებელმა ყარა-იუსუფმა სამხრეთ აზერბაიჯანში გაბატონების შემდეგ ჩრდილოეთ აზერბაიჯანსაც შეუტია. შირვან-შაჰმა შეიხ იბრაჰიმ დერბენდიმ და სიდი ალი შაქისელმა დახმარებისათვის საქართველოს მეფე კონსტანტინე I-ს მიმართეს. კონსტანტინემ 2 ათასი მხედარი მიაშველა მათ.
მოკავშირეები ჩალაღანთან, ელდარის ველის სამხრეთ აღმოსავლეთით, მდინარე მტკვარსა და მდ. ალაზანს შორის დაბანაკდნენ. ჩალაღანის ბრძოლა მოხდა 1412 დეკემბრის შუა რიცხვებში. მოკავშირეები დამარცხდნენ. კონსტანტინე I, შეიხ იბრაჰიმი, მისი ძმა - ბოჰული და ქართველი სარდლები თურქმანებმა შეიპყრეს. ქართველი ტყვეების ამაყი ქცევით განრისხებულმა ყარა-იუსუფმა კონსტანტინე I და მისი ძმა 300 ქართველ ტყვესთან ერთად სიკვდილით დასაჯა.\

Категория: საქართველოს ბრძოლები | Просмотров: 485 | Добавил: remixs | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
Имя *:
Email *:
Код *: