menu
person

00:58
საქართველო XIII საუკუნის მეორე ნახევარში

ილხანთა საყაენო


კორტასთავის შეთქმულებამ მონღოლები საგონებელში ჩააგდო. ისინი მიხვდნენ რომ საქართველოში მეფობის გაუქმებას ვერ შესძლებდნენ , რადგან მეფობის გაუქმება საქართველოში დიდი აჯანყებას გამოიწვევდა. მონღოლები განაპირა რეგიონებში ლმობიელად იქცეოდნენ რადგან , სხვა ხალხს არ შეშინებოდათ თათრებისადმი დამორჩილება. მონღოლები დაყვნენ ქართველი დიდებულების ნებას. საქართველოდან გააგზავნეს მეფედ დასამტკიცებელი კანდიდატი. ეს იყო ლაშა-გიორგის უკანონო შვილი დავითი. მონღოლთა მთავარ ურდოში საქართველოს მეფობის ახალ პრეტენდენტის ჩასვლისას გაირკვა, რომ დავით რუსუდანის ძე ცოცხალი იყო. მისი მეფედ დამტკიცება იმიტომ შეფერხდა , რომ დიდი ყაენის გარდაცვალების შემდეგ ახალი ყაენი ჯერ არ აერჩიათ.

1246 წელს აირჩიეს ახალი ყაენი გუიქი, რომელმაც მონღოლური წესისამებრ ორივე დავითი მეფედ დაამტკიცა. მხოლოდ დავით გიორგის ძე უფროსად განაწესეს, ხოლო დავით რუსუდანის ძე მას დაუქვემდებარეს. დავით გიორგის ძეს ულუ უწოდეს რაც მონღოლურად უფროსს ნიშნავს, დავით რუსუდანის ძეს კი ნარინი რაც უმცროსს ნიშნავს. დავით ულუმ საყაენოში ყოფნისას ცოლად შეირთო მონღოლი ბატონიშვილი ჯიგდა-ხათუნი. ამით მას სურდა მეტი ნდობა მოეპოვებინა მონღოლ ბატონიშვილებში. ორივე დავითი საქართველოში 1247 წელს დაბრუნდა. თავდაპირველად ისინი ერთად მართავდნენ ქვეყანას , ეს ყველაფერი 1249 წელამდე გაგრძელდა.

ორი მეფის მმართველობა საქართველოში არანორმალურ ვითარებას ქმნიდა. ნაწილი ქართველი დიდებულები დავით ულუს მიემხნენ, ნაწილი კი დავით ნარინს. დავით ნარინი ვერაფრით ვერ ეგუებოდა იმას რომ მონღოლებმა ის უკანონო ბიძაშვილს დაუქვემდებარეს. ამასთანავე დავით ნარინი ძალზედ განიცდიდა ქვეყნის ასეთ მძიმე მდგომარეობას რომელიც სულ ცოტა ხნის წინ აყვავებული და უძლიერესი იყო მახლობელ აღმოსავლეთში. მან ფარულად დაიწყო მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყება. მონღოლებმა ეჭვია აიღეს დადავით ნარინი დააპატიმრეს, მაგრამ მან გაქცევა მოახერხა და დასავლეთ საქართველოში გადავიდა. მონღოლებმა ვერც ამჯერად მოახერხეს იმერეთში შესვლა. ამიგად 1249 წლიდან დასავლეთ საქართველო გამოვიდა მონღოლთა ბატონობისგან და იქ დამოუკიდებელი ხელისუფლება შეიქმნა დავით ნარინის ხელმძღვანელობით . მონღოლები იძულებული გახდნენ ამ მდგომარეობას შეგუებოდნენ.

დავით ულუს ხშირად უწევდა მონღოლთა ლაშქრობებში მონაწილეობა. ასევე მას ხშირად უწევდა ყაენის კარზე ყოფნა . მეფის ქვეყანაში არყოფნის დროს ქეყნის მმართველი იყო დავით ნარინი , მას შემდეგ რაც დავით ნარინი განუდგა მონღოლებს ქვეყნის მმართველი ხდებოდა დედოფალი ჯიგდა-ხათუნი. მონღოლი ბატონიშვილი საქართველოში მოინათლა ქრისტიანად და მას თამარი ეწოდა. ის ნაკლებად ერკვეოდა საქართველოს საქმეებში ამიტომ ის ეყრდნობოდა მის ნდობით აღჭურვილ პირს მესტუმრე ჯიქურს. მესტუმრეობა საქართველოში მეოთხე ხარისხოვანი თანამდებობა იყო. იგი მანდატურთუხუესის ხელქვეით მოხელედ ითვლბოდა. ჯიგდა-ხათუნმა კი ეს უმნიშვნელო მოხელე , ქვეყნის პირველ კაცად აქცია. ჯიქური მარჯვ ედ ენერგიული პირი აღმოჩნდა. მან მკაცრი ზომებით ქვეყანაში ალაგმა ქურდობა, ავაზაკობა და ქვეყანაში შედარენბით სიმშვიდე დამყარდა. ჯიქური მზრუნველობას იჩენდა ღარიბ-ღატაკ და ქვირივ-ობლების მიმართ. მესტუმრე ჯიქურის ასეთი აღზევება არ მოსწონდა დიდაზნაურებს. 1251 წელს გარაიცვალა ჯიგდა-ხათუნი დავით ულუმ ,სხვა ცოლი რაჭის ერისთავის კახაბერის ასული გვანცა შეირთო. მფარველის გარეშე დარჩენილი მესტუმრე ჯიქურ დიდებულებმა ადვილად მოიშორეს. მას ცილი დასწამეს თითქოს ის მონღოლებს აწვდიდა ინფორმაციას მეფის სიმდიდრის შესახებ, დავით ულუმ გამოძიების გარეშე გასცა ბრძანება რომ ჯიქური ისნის სასახლის მაღალი კლდიდან გადაეგდოთ. მეორე დღეს თბილისელებმა მტკვრის ნაპირებზე იპოვეს ჯიქურის გვამი. მას მემკვიდრე და პატრონი არ დარჩა. ამიტომ თბილისის ღარიბ-ღატაკებს მეფისგან გამოუთხოვიათ ნებართვა, რომ იგი დაესაფლავებიათ. როგორ ჩანს ხალხს არ დავიწყიათ ჯიქურის მზრუნველობა რასაც ის ხანმოკლე მოღვაწეობის პერიოდში ასრულებდა.

მონღოლთა მიერ დაპყრობითი ომებით შექმნილ უზარმაზარ სახელმწიფოს დიდძალი ხარჯები სჭირდებოდა. დაპყრობითი ომები 50-იანიწლებიდან წარუმატებლად მიდიოდა ამიტომ იკლო ქვეყნების ძარცვით მიღბულმა შემოსავალმა . მონღოლები დაპყრობილი ხალხებისაგან სულ-უფრო მეტ გადასხადებს ადებდნენ. ამ პერიოდისთვი მონღოლთა სამხედრო ძალაც არ იყო საკმარისი დაპყრობითი ომების საწარმოებლად. ამიტომ უკვე დიდი მნიშვნელობა მიენიჭა დაპყრობილი ქვეყნებიდან გამოყვანილ სამხედრო ძალასაც.

1254-1256 წლებში მონღოლებმა მთელი საყაენო აღწერეს. ამ აღწერის მიზანი იყო გაერკვიათ თუ რა რაოდენობის ჯარის გამოყვანა შეეძლო სხვადასხვა ქვეყანას და განესაზღვრათ სხვადასხვა ქვეყნის გადასახადებიც. აღწერეს საქართველოც საქართველოს ყოველწლიურად მონღოლთა მხარეს 90 000 -მეომარი უნდა გამოეყვანა.ამავდროულად დაბეგრეს მეურნეობის ყველა დარგი რომელიც შემოსავალს იძლეოდა. გადასახადებით დაბეგრეს როგორც სოფლის მეურნეობა ისე ვაჭრობა, მეთევზეობა, ხელოსნობა და სხვა. სასოფლო სამეურნეო გადასახადს მალი ეწოდა . მისი რაოდენობა განისაზღვრებოდა მოწეული მოსავლით. და შეადგენდა მოსავლის 60 %-ს. გლეხი იხდიდა პირუტყვის საბალახო გადასახადსაც-ყაფჩარს. ყოველ 100 პირუტყვზე ერთი უნდა მიეცა მონღოლისთვის გლეხს. მონღოლი მოხელის შესანახად გლეხს ევალებოდა ულუფის გაღება. მასვე უნდა გადაეხადა სოფელში მოსული მონღოლისთვის მაზდი ანუ ცხენის ქირა. დამღა სავაჭრო გადასახადი იყო გაყიდული საქონლის 3 % მონღოლს უნდა მიეღო.

საქართველოდან გამოყვანილი ჯარი სისტემატიურად მონაწილეობდა მონღოლთა დამპყრობლით ომებში. მართალია იმდენი რამდენიც საქართველოს ევალებოდა არასოდეს გამოუყვანია მაგრამ 10-15 ათასი ქართველი მეომარი ყოველთვის იყო დაკავებული შორეულ ბრძოლებში. მონღოლები მძიმე დამპყრობლურ ომებს აწარმოებდნენ , რომლებიც ხშირად მარცხით სრულდებოდა . ამ ომებში ათასობით ქართველი იღუპებოდა. ქართველი მეომრები ამ ბრძოლებში გამოირჩეოდა მამაცობით და ბრძოლის მაღალი ხელოვნებით. მიუხედავადა ამისა ქართველები მონღოლებთან კეთილი ურთიერთობების დამყარებას მაინც ვერ ამყარებდნენ. ქართველებს მონღოლებთან ერთად უწევდა მულჰიდების წინააღმდეგ ბრძოლა , მულჰიდები იყვნენ ფანატიკურად განწყობილი მაჰმადიანები რომლებიც საკუთარი სიოცხლის გაწირვით საჯაროდ უსწორდებოდნენ მტერს. მულჰიდებთან ბრძლა მონღოლებს ძალიან გაუჭირდათ და მხოლოდ 1256 წელს შესძლეს მათი საბოლოოდ დამარხება. ამ ბრძოლაში ბევრი ქართველი დაიღუპა. ქართველებმა გამოიჩინეს თავი ბაღდადის აღებაშიც , ამ ბრძოლის შემდეგ მონღოლებმა დიდი სიმდიდრე იგდეს ხელთ ქართველებს კი სულ მცირევე ერგოთ.

მონღოლებში მოუწესრიგებელი იყო გადასახადების აკრეფვა. გადასახადების ამკრეფასთა უმრავლესობა წერა-კითხვის და ანგარიშის არმცოდნე იყო. ამიტომ ისინი გადასახადების აკრეფვას სხვებს მედროვეებს ანდობდნენ. მედროვეები ამით კარგად სარგებლობდნენ და მოსახლეობას პირწმოინდად ძარცვავდნენ. ისინი მონღოლ რაზმთან ერთად მოდიოდნენ და რაც გლეხს ებადა ყველაფერი მიჰქონდათ. თუ ვინმე გადასახადს ვერ გადაიხდიდაან ცემით სულს ამოხდიდნენ ან ცოლ-შვილს წაართმევდნენ. გაქცეულებს იჭერდნენ და შეუბრალებლად ხოცავდნენ. ასეთი ორმაგი ექსპულატაცია გლეხიშთვის ძალიან მძიმე იყო. გლეხისთვის მოსავლის მოყვანა აზრს კარგავდა ამიტომ ისინი ტოვებდნენ მამაპაპურ სახლს და გარბოდნენ. ამით მწარმოებელი მოსახლეობა იკლებდა და ეს ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკას განადგურებით ემუქრებოდა. გლეხებისაგან დაცლით დიდი საფრთხე ფეოდალებსაც ემუქრებოდა , რდგან მათ სამფლობელოებს დაწესებული ჰქონდა გადასახადები რომელიც გლეხს უნდა გადაეხადა. ქართველი აზნაურობა ყიდდა მამულებს რომლებიც მედროვეთ ხელში ვარდებოდა. შედარებით კარგ მდგომარეობაში აღმოჩნდა ეკლესია რომელიც მონღოლებმა არ დაბეგრეს. გაქცეული მოსახლეობის დიდი ნაწილი თავს საეკლესიო მამულებს აფარება.

მონღოლები არ აქტიურობდნენ დასავლეთ საქართველოს დასამორჩილებლად, რადგან დაზავების პირობით საქართველო ერთიანად იხდიდა ხარკს. მონღოლებს ამ პერიოდში დასვლეთ საქართველოსთვის არც ეცალათ რადგან მთელი ყურადღება მულჰიდების და ბაღდადის ასაღებად იყო გადატანილი. მონღოლებს ადგილობრივი ძალები აღარ ყოფნიდა ამიტომ დიდმა ყაენმა 70 000-იანი არმია გამოგზავნა მისი ძმის ჰულუგუს სარდლობით . ჰულუგო ირანისკენ გამოემართა . მონღოლები ირანში შევიდა 1256 წელს მათ აიღეს მუსლიმების მთავარი ციხე ალამუტი. 1258 წელს აღებული იქნა ბაღდადიც. ჰულუგო ირანის ტერიტორიაზე დარჩა და შექმნა ახალი სახელმწიფო. დიდი ყაენისგან მან მიიღო ამ ახალი მონღოლური სახელწიფოს ყაენის ანუ ილხანის წოდება. ამიტომ ამ ახალ სახელმწიფოს ირანის საილხანოს უწოდებდნენ. საქართველო საილხანოს მფლობელობაში შევიდა.

საილხანოს საქმეების მოგვარების შემდეგ . ჰულუგო ყაენმა არღუნ ნოინს დაავალა გადასახადების აკრეფვის მოწესრიგება, იგეგმებოდა გადასახადების გაზრდაც. ჰულუგო ყაენმა დასავლეთ საქართველოსაც მიაქცია ყურადღება და მის დასამორჩილებლად დიდძალი ლაშქრით 1259 წელს გამოემართა არღუნ ნოინის მეთაურობით. მონღოლებს საზღვართან დავით ნარინი დახვდა და ბრძოლა გაუმართა. ორივე მხარემ დიდი ზარალი ნახა. საბოლოოდ არღუნმა ვერ შესძლო დასავლეთ საქართველოში გადასვლა და უკან გამობრუნდა. ჰულუგომ ახალი ჯარის შეკრება ბრძანა, მონღოლთა მხარეს უნდა გამოსულიყო დავით ულუც.

აღმოსავლეთ საქართველო ყოვლად აუტანელ მდგომარეობაში იყო. დამამცირებელ მდგომარეობაში იყო სამეფო კარი, მონღოლები ერეოდნენ საქართველოს შიდა საქმეებში და მეფეს ნებას არ აძლევდნენ დაესაჯათ ურჩი დიდებულები. დავით ნარინთან წარუმატებელი ბრძოლის შემდეგ მონღოლებისაგან განდგომა დავით ულუმაც განიზრახა. 1260 წელს დავით ულუ არ დაემორჩილა ყაენის ბრძანებას და აჯანყებისთვის მზადება დაიწყო. მან ჯავახეთში შეკრიბა დიდებულები და მისი გადაწყვეტილება ამცნობა. მეფემ დიდებულებს თავისუფლად მოქმედების უფლება მისცა, სხვანაირად მას არ შეეძლო რადგან საქართველოს დიდებულთა დიდი ნაწილი მეფეს აღარ ემორჩილებოდა და მონღოლთა სამსახურში იყვნენ ჩამდგარნი. მეფეს მხოლოდ სამცხის მთავარმა სარგის ჯაყელმა დაუჭირა მხარი. არღუნ ნოინმა დამატებითი ძალების მიღების შემდეგ თავისთან ქართველი დიდებულები იხმო . ამის შემდეგ ის სამცხისკენ დაიძრა. აქ საქართველოს მეფე და სარგის ჯაყელი იყო გამაგრებული. პირველი შებრძოლება სოფელ ახალდაბასთან მოხდა. ქარეთველთა 1500-იანმა მხედრობამ სარგის ჯაყელის ხელმძღვანელობით სასტიკად დაამარცხა მონღოლთა მეწინავე 6000-იანი ჯარი. დამფრთხალი არღუნი გაქცევას აპირებდა , მაგრამ ის ბანაკში ქართველმა დიდებულებმა შეაჩერეს და ბრძოლის გაგრძელება ურჩიეს.

გამარჯვებით გახარებულმა ქართველობამ მტკვრის ვიწრო ხეობა დატოვეს და შინდასთან შედარებით გაშლილ ველზე შეებნენ მტერს. ეს შეცდომა იყო რადგან ქართველები მტერის ურიცხვ ჯარს , ვიწრო ხეობებში უფრო ადვილად გაუსწორდებოდნენ ვიდრე გაშლილ ველზე. მონღოლებმა ბრძოლის ჩვეული ხერხი გამოიყენეს. მათ ჯარის ნაწილი ჩაასაფრე ხოლო როდესაც შეტევაზე გადავიდა ქართული ჯარი და უკუაქცია მონღოლთა ჯარის ნაწილი, ამ დროს გამოვიდა მონღოლთა მთავარი ჯარი საბრძოლველად. ქართული ჯარიდან მცირე ნაწილი გადარჩა . დავით ულუ და სარგის ჯაყელი სამცხეში გადავიდნენ.

გამარჯვების მიუხედავად არღუნ ნოინმა დიდი ზარალი ნახა და სამცრეში შესვლა ვეღარ გაბედა. მხოლოდ მომდევნო წელს როდესაც დამატებით ჯარი მიიღო მაშინ შეესია სამცხეს.სამცხის დარბევა 20 დღე გაგრძელდა , მიუხედავად ამისა მთავარი ციხესიმაგრის ცხისისჯვრის აღება მაინც ვერ შესძლეს. დავით ულუ და სარგის ჯაყელი დარწმუნდნენ რომ შემდეგ ბროლის გაგრძელება უიმედო იყო დასავლეთ საქართველოში გადავიდნენ. დავით ნარინი სათანადო პატივით შეხვდა ბიძაშვილს, მაგრამ ორი მეფის ერთდროული ყოფნა მაინც არანორმალურ ვითარებას ქმნიდა. ქართველი დიდებულები კვლავ ამ ორი მეფის ირგვლივ დაჯგუფდნენ , დაპირისპირება ღრმავდებოდა. ბოლოს დავით ულუმ გადაწყვიტა ილხანებს შერიგებოდა. ჰულუგო ყაენი ამას დათანხმდა რადგან მოსალოდნელი იყო ჩრდილოეთიდან ოქროს ურდოს მონღოლების შემოსევა. როდესაც დავით ულუ ყაენთან გამოცხადდა და მართელბა დაიწყო. ყაენმა შეწყვიტა სასამართლო და დავით ულუს დაავალა ჯარის შეკრება.ამის შემდეგ იწყება გაუთავებლი ბრძოლები ოქროს ურდოს და ილხანთა სახელმწიფოს შორის, რომელშიც ძალაუნებურად საქართველოც იყო ჩართული. ეს ბრძოლები საქართველოს დიდ ზიანს აყენებდა. 1265 წელს ოქროს ურდოს ბრძანებელი ბერქა ყაენი 300 000-იანი არმიით ამიერკავკასიაში შემოიჭრა. მათ ისე მოავერანეს მდინარე მტკვრის და იორს შორის არსებული ტერიტორია რომ აქ დიდი ხანი უკაცრიელი უდაბნო იყო.

ოქროს ურდოს მონღოლების მოსაგერიებლად ილხანელებმა შექმნეს საზღვრებზე სამაგრეების მთელი სისტემა. აქ დგომა და სამსახური ქართველებს ევალებოდა. მონღოლებში ხშირად იფეთქებდა ეპიდემიები, რომელიც ქართველ მოლაშქრეებსა და მოსახლეობაშიც ვრცელდებოდა. 1270 წელს ასეთი სენით გარდაიცვალა დაივით ულუ.


Категория: საქართველოს ისტორია | Просмотров: 1117 | Добавил: remixs | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
Имя *:
Email *:
Код *: