00:59 საქართველო XIII საუკუნის ბოლოს |
ჯაყელების ფრესკა საფარის მონასტერში (სარგის I, ბექა I, სარგის II). დავით ნარინის ვაჟის ვახტინგის აღმოსავლეთ საქართველოში გამეფებით ისახებოდა პერსპექტივა, რომ მომავალში , მისი მამის გარდაცვალების შემდეგ, ის მემკვიდრეობით დასავლეთ საქართველოს ტახტსაც მიიღებდა. ამით მისი ხელისუფლების ქვეშ ორივე ტახტი ანუ ლიხთ-იქითა და ლითხ-აქეთა გაერთიანდებოდა. და ამის შემდეგ მონღოლები თავის ბატონობას დასავლეთ საქართველოშიც გაავრცელებდნენ. მაგრამ უკვე ვითარება შეცვლილი იყო და მათი ბატონობა დღეებს ითვლიდა. ქვეყნის გაერთიანებით, მონღოლთა საწინააღმდეგო ძალები გაერთიანდებოდნენ, მედროვე ყუთლუ-ბუღას კი სულ სხვა რამ სურდა, მას ათაბაგობა სურდა და მისცეს კიდეც. მაგრამ ვახტანგ II სულაც არ აღმოჩნდა ისეთი პიროვნება როგორიც ყუთლუ-ბუღას ეგონა. ვახტანგს მემატიანე ახასიათებს , როგორც თავმდაბალს, მოწყალეს, პირუთვნელს, სამართლიანს და რაც მთავარია საკმაო ნებისყოფის მქონეს, რომ მედროვეთა ხელში სათამაშოდ არ ქცეულიყო. ვახტანგს არ დასცალდა დიდხანს მეფობა ის 1292 წელს გარადიცვალა. შვილის დაღუპვა დავით ნარინმა მძიმედ გამნიცადა და 1293 წელს ისიც გარაიცვალა. დასავლეთ საქართველოში ნარინის მეორე ვაჟი კონსტანტინე გამეფდა. კონსტანტინეს მისი უმცროსი ძმა მიქელი აუჯანყდა და აქამდე მშივიდად მყოფი დასავლეთ საქართველო შიდა ომებმა მოიცვა. შინაბრძოლები სულ უფრო გაიშალა საილხანოშიც. მონღოლთა ძველი სახელმწიფოებრივი სისტემა წარსულს ჩაბარდა. ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ბრძოლები ყაენის მემკვიდრე ბატონიშვილებს შორის. დაიწყო ქვეყნების განდგომა მონღოლებისაგან. ქართულ სამხედრო ძალას ესა თუ ის აჯანყებული მხარე უხმობდა . ქართველები იძულებული იყვნენ მიეღოთ მონაწილეობა მონღოლთა ბრძოლებში. თუ მონღოლთა ის მხარე დამარცხდებოდა რომელსაც ქართველები ემხრობოდნენ , გამარჯვებული მეორე მხარე საქართველოზე იყრიდა ჯავრს. ვახტანგ II-ის გარდაცვალების შემდეგ საქართველოში მეფობის ყველაზე შესაფერისი კანდიდატი დემეტრე II-ის უფროსი ვაჟი დავითი იყო. მაგრამ მონღოლები ამ ბატონიშვილს არ ენდობოდნენ. მხოლოდ მას შემდეგ რაც დავითმა თავი გამოიჩინა მიცირე აზიაში აჯანყების ჩახშობაში , ის მეფედ დაამტკიცეს. დავით VIII-ის საქართველოში ჩამოსვლისას გამწვავებული იყო ოსთა საკითხი. ოქროს ურდოს მონღოლებმა ოსების მიწები საძოვრებად აქციეს, ამიტომ ოსები იძულებული გახდნენ მთებს შეხიზნებუდნენ, მაგრამ მთის მწირი ბუნება საკმარისი არ აღმოჩნდა. ოსებმა დაიწყეს კავკასიონის სამხრეთ გადმოსვლა. ისინი ხან მშვიდობიანად ხანაც ძალით იკავებდნენ ქართველი მთიელების მიწებს. დასუსტებული საქართველო წინააღმდეგობას ვერ უწევდა იმიერკავკასიელი მთიელების ჩამოსახლებას. ოსებმა თანდათანობით შიდა ქართლის მთებიც დაიკავეს. უფრო მეტიც მათ თვით გორიც აიღეს და იქ გამაგრდნენ. ჩამოსახლებული ოსები ყაჩაღურად ესხმოდნენ თავს ქართლის მშვიდობიან სოფლებს, არბევდნენ და ატყვევებდნენ მოსახლეობას. ოსთა ასეთ საქციელს მხარს უჭერდა ილხანთა სახელმწიფო და ქართველებს მათთაან ბრძოლის საშუალებას არ აძლევდა. მაგალითად ქართლის ერისთავ-ერისთავმა ოსების მიერ დაკავებულ გორს ალყა შემოარტყა. და ის იყო ქალაქი უნდა აეღოთ მოვიდა მონღოლ ნოინთა ბრძანება, ქართველებს გორში გამაგრებული ოსებთან ბრძოლა უნდა შეეწყვიტა. ილხანთა მხარდაჭერით გათამამებული ოსები კიდევ უფრო აძლიერებდნენ ქართველთა რბევას. დავით VIII-ს სხვა მხრივადაც გაურთულდა მდგომარეობა. 1295 წელს ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ საილხანოს ტახტზე ავიდა არღუნ ყაენის ახალგაზრდა შვილი ყაზანი. დავითი ამ ბრძოლაში ყაზანის მოწინააღმდეგეს უჭერდა მხარს, ამიტომ თავიდანვე ქართველ მეფესა და ილხანთა ყაენს შორის უნდობლობა და მტრობა დამყარდა. ყაზან ყაენის მმართველობის დროს მონღოლთა სახელმწიფოს კრიზისმა მთელი ძალით იჩინა თავი. ყაენმა რეფორმების გატარება სცადა მაგრამ უშედეგოდ. სულ უფრო ძლიერდებოდა მონღოლებზე სპარსული სოციალ-ეკონომიური და კულტურული გავლენა. მაჰმადიანობა რომელსაც მონღოლები შეურიგებლად ებრძოდნენ , თანდათანობით მონღოლებშიც დაიწყო გავრცელება. ახალი ყაენი ყაზანი ისლამის მიმდევარი იყო, ამან საქართველოს მდგომარეობა გააუარესა. აქამდე მონღოლები ქრისტიანობას არ ებრძოდნენ და ქართულ ეკლესიებს არ ავიწროებდნენ. ამის შემდეგ რაც საილხანოში სახელმწიფო რელიგიად მაჰმადიანობა გამოცხადდა, ისინი საქართველოს სარწმუნეობითაც უპირისპირდებოდნენ. მონღოლები შეუდგნენ ეკლესია-მონასტრების ძარცვა რბევას. მათ თვით ვარძიის სიმდიდრის ხელში ჩაგდებაც გადაწყვიტეს, მაგრამ მემატიანეს მტკიცებით მოხდა სასწაული და ამ საქმისთვის გაგზავნილი მონღოლთა არმია მეხდარტყმით ” დაიწვა ძვალითურთ”. 1297 წელს ყაზან ყაენმა თავისთან დაიბარა დავითი. მეფე ყაენს არ ეახლა და მთიულეთში გამაგრდა. ეს უკვე მონღოლთ წინაღმდეგ აჯანყებას ნიშნავდა. უფრო მეტიც დავითმა ილხანთა შეურიგებელ მოწინააღმდეგესთან , ოქროს ურდოს ყაენთან მისი ძმა ვახტანგი გაგზავნა და სამხრეთის მონღოლებთან ერთობლივი ბრძოლა შესთავაზა. ამ ამბით ძალზე შეშინდა ყაზან ყაენი და საქართველოში დიდძალი ლაშქარი გამოგზავნა , პირველი ვაზირის ყუთლუშაჰ-ნოინის მეთაურობით. ყუთლუშაჰმა ოქროს ურდოს მონღოლებისაგან უკან მომავალი ვახტანგი შეიპყრო და ყაენს მიჰგვარა. ყაზან ყაენმა ადვილად დაითანხმა ვახტანგი, ყაენმა ვახტანგს საქართველოს მეფდ დანიშნა. ამ გზით ყაენამ საქართველოს მეფის ხელისუფლება დაქუცმაცება გადაწყვიტა. ყაენის წინააღმდეგ აჯანყებული საქართველო ორად გაიყო. მოსახლეობის დიდი ნაწილი აჯანყებულ დავითს უჭერდა მხარ, დავითმა შეიპყრო ვახტანგი და ჟინვალის ციხეში გამოკეტა. საქართველოს მეფემ ოქროს ურდოში მისი მეორე ძმა ბაიდუ მიავლინა. ყაზანი ყველა საშუალებით ცდილობდა დავითის დამორჩილებას ან შემორიგებას. მისი დავალებით ყუთლუშაჰ-ნოინი დიპლომატიური მოლაპარაკებებით ცდილობდა დავითის დათანხმებას ყაენთან გამოცხადებაზე, მაგრამ უშედეგოდ. მონღოლები განსაკუთრებით ცდილობდნენ ქართველი დიდებულების გადაბირებას და დავითის წინააღმდეგ ომში ჩაბმას. 1299 წელს მონღოლებმა დავითის მეტოქედ ახალი მეფე , დემეტრე II-ის უმცროსი ვაჟი გიორგი V დანიშნეს. ამით დავითის წინააღმდეგ სამცხის მთავარი ბექა ჯაყელიც ჩაერთო. ბექა ჯაყელი მცირეწლოვანი გიორგი V-ის ბაბუა იყო. მან დემეტრეს სიკვდილით დასჯის შემდეგ გიორგი თავისთან წაიყვანა და იქ ზრდიდა. სამცხე ამ პერიოდში სხვა კუთხეებთან შედარებით უკეთეს პირობებში იმყოფებოდა. სამცხე ძველებურად ულუსიანად აღარ ითვლებოდა მას მხოლოდ ხარკის გადახდა ევალებოდა. სამცხეში მონღოლი გადასახადების ამკრეფნი ვერ შედიოდნენ , რაც ამ მხარეს აცილებდა იმ ძალმომრეობას რასაც ისინი ჩადიოდნენ საყაენოს სხვა მხარეებში. ამის გამო სამცხე ეკონომიურად დაწინაურდა. დამშეული და შევიწროებული გლეხობა საქართველოს სხვა კუთხეებიდან თავს სამცხეში აფარებდნენ. სამცხემ წარმატებით შესძლო მოეგერიებინა მცირეაზიელი თურქმანთა შემოსევებიც. ბექა ჯაყელმა დაიწყო ” წიგნი სამართლისა კაცთა შეცოდებისა ყოველთავე” შედგენა , რომელიც შემდგომში მისმა შვილიშვილმა აღბუღამ დაასრულა. ეს ბექა-აღბუღას სასამართლოს სახელწოდებითაა ცნობილი და მთელს საქართველოში მოქმედ წიგნად იქცა. სამცხეში ამ პერიოდში არაერთი ეკლესია განახლდა და აღდგა აშენდა მიწისძვრისგან განადგურებული ზარზმის, საფარის და ჭულეს ეკლესიები. |
|
Всего комментариев: 0 | |