menu
person

მუხრანის ბრძოლა 1582, ბრძოლა ქართლისა და ოსმალეთის ლაშქარს შორის. ქართლის მეფე სიმონ I სპარსელთა მხარდაჭერით იბრძოდა აღმოსავლეთ საქართველოდან ოსმალთა მთლიანად განდევნისათვის. ქართლისა და კახეთის სამეფოების ლაშქარმა ალყა შემოარტყა თბილისს. ოსმალეთის სულთანმა არზრუმისა, დიარბექირისა და ჩილდირის ბეგლარბეგებს დაავალა აღმოეჩინათ დახმარება თბილისის გარნიზონისათვის. აგვისტოს ბოლოს ოსმალთა 20 ათასიანი არმია ახალქალაქში ჩავიდა. აქ ოსმალებს ჩილდარის ბეგლარბეგი მანუჩარ II (იგივე მუსტაფა) შეუერთდა. ოსმალთა ლაშქარი მანუჩარ II-ის რჩევით ბორჯომის ხეობაზე გავლით მუხრანის ველზე დაბანაკდა. ამ დროს იმერეთის, ოდიშისა და გურიის ლაშქარმა ოსმალთა ბრძანებით ქართლის სამეფო დაარბია. სიმონ I თავს დაესხა მუხრანთან დაბანაკებულ მტერს და სასტიკად დაამარცხა იგი. გადარჩენილმა ოსმალებმა ძლივს მიაღწიეს თბილისამდე. ქართველთა ლაშქარს დიდძალი ნადავლი და თბილისისსათვის გათვალისწინებულ ... Читать дальше »
Категория: საქართველოს ბრძოლები | Просмотров: 588 | Добавил: remixs | Дата: 26.11.2012 | Комментарии (0)



მარტყოფის ბრძოლა — 1625 წლის 25 მარტს ქართლ-კახეთის ლაშქრის ბრძოლა ყიზილბაშ დამპყრობთა წინააღმდეგ; ქართლ-კახეთის აჯანყების (1625) ერთ-ერთი ეპიზოდი.

ყიზილბაშთა დიდი არმია ყორჩიხა-ხანის სარდლობით მარტყოფის ველზე იდგა და კახეთის მოსახლეობის დასარბევად ემზადებოდა. ქართლ-კახეთი გიორგი სააკაძისა და დავით ჯანდიერის მეთაურობით აჯანყებისათვის მზად იყო. ქართლ-კახეთის მესვეურთა გეგმით, აჯანყებულები დათქმულ დროზე მოულოდნელად უნდა შესეოდნენ ირანელთა ბანაკს. გ. სააკაძესა და მის მხლებლებს, რომელნიც ირანელთა ბანაკში იმყოფებოდნენ, მოულოდნელი დარტყმით ჯარის სარდლები უნდა დაეხოცათ. მტრის ბანაკში იყო აგრეთვე სააკაძის შვილი ავთანდილი, თავადიშვილები ელია დიასამიძე და პაატა ხერხეულიძე, გლეხი პაპუნა ვაშაყაშვილი.
25 მარტს, გარიჟრაჟზე, ხარება დღეს, ქართლ-კახეთის ლაშქარი მტრის ბანაკს მიუახლოვდა. ხმაურზე გუშაგებმა განგაში დასცეს. ირანის ჯარის სარდლობამ სასწრაფოდ თავი მოიყ ... Читать дальше »
Категория: საქართველოს ბრძოლები | Просмотров: 1048 | Добавил: remixs | Дата: 26.11.2012 | Комментарии (0)


დიდგორის ბრძოლა

დიდგორის ბრძოლა ან ძლევაჲ საკვირველი (1121 წლის 12 აგვისტო), ქართველთა ბრძოლა დავით IV აღმაშენებლის მეთაურობით თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქრის წინააღმდეგ დიდგორის ველზე (მანგლისის მახლობლად, თბილისის მისადგომებთან).

XI-XII საუკუნეების მიჯნაზე ქართველთა წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის მიერ გატარებულმა გაბედულმა პოლიტიკამ თანდათან თურქ-სელჩუკებისაგან გამოიხსნა დარბეული, გაპარტახებული ქვეყანა: 1092 წელს დავით IV-მ ხარკი შეუწყვიტა სულთანს, შემდეგ შეუდგა ქართული მიწა-წყლის სრული გაერთიანებისათვის ბრძოლას, აიღო ზედაზენი, შემოიერთა კახეთ-ჰერეთი, სამშვილდე, გიში, რუსთავი, ლორე. დამპყრობელთა ხელში თბილისი და დმანისი რჩებოდა.
ჩრდილოეთში, საქართველოს სახით, ახალი სამხედრო და პოლიტიკური ძალის აღზევება, მაშინ როდესაც დასავლეთით ახლად შ ... Читать дальше »
Категория: საქართველოს ბრძოლები | Просмотров: 3223 | Добавил: remixs | Дата: 26.11.2012 | Комментарии (0)

ყირხბულახის ბრძოლა 1751, ბრძოლა ქართლ-კახეთის ჯარებსა და აზატ-ხანის ლაშქარს შორის. სოფ. ყირხბულახთან (ახლანდელი სომხეთი). აგრის ბრძოლაში დამარცხებამ შეარყია თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის გავლენა აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში.
აზატ ხანმა ძალაუფლების გამყარება გადაწყვიტა. თავდაპირველად მან ერევნის სახანოზე მიიტანა იერიში. ერევნის ხანმა ქართველ მეფეებს სთხოვა დახმარება. ქართველთა ჯარი ბამბაკში მივიდა, მაგრამ სიმცირის გამო ერევნის სახანოში გადასვლა და მტერთან შებრძოლება ვერ შეძლო. მალე ერევნისაკენ გაემართა ერეკლე II, რომელსაც შეუერთდა წინათ გაგზავნილი ჯარი. ქართველთა ლაშქარში 4 ათასი მეომარი იყო. აზატ-ხანს - 18 ათასი კაცი ჰყავდა. გადამწყვეტი ბრძოლა სოფ. ყირხბულახთან მოხდა. თავდაპირველად აზატ-ხანმა ქართველთა მარცხენა ფლანგს შეუტია და უკან დაახევინა. ერეკლემ თავის მხედრობას დაქვეითება უბრძანა და იერიშზე გადავიდა. მტერმა ვერ გაუძლო ქართველთა მძაფრ შეტევას და გაიქ ... Читать дальше »
Категория: საქართველოს ბრძოლები | Просмотров: 552 | Добавил: remixs | Дата: 24.05.2012 | Комментарии (0)



შამქორის ბრძოლა – 1195 წლის 1 ივნისს, საქართველოს სახელმწიფო ლაშქრის ბრძოლა ირანის აზერბაიჯანის ათაბეგის აბუ ბაქრის (1191-1210) წინააღმდეგ შამქორის (ახლანდელი აზერბაიჯანი) მახლობლად.
აზერბაიჯანის ილდეღიზიდი ათაბეგის უძეო ყიზილ-არსლანის (1186-1191) სიკვდილის შემდეგ ხელისუფლებისათვის ბრძოლა მის ძმისშვილებს შორის ატყდა. შუათანა ძმამ აბუ ბაქრმა დაამარცხა უფროსი ძმა ხუტლუ ინანჩი და მიიტაცა ათაბეგობა. უმცროსი ძმა ამირ მირანი შირვანშაჰ აღსართან I-ს (ახსითან I) დაესიძა. აბუ ბაქრმა მალე ისინიც დაამარცხა. იმავე ხანს მიწისძვრამ დააქცია შირვანის მთავარი ქალაქი შემახა და ბევრი ადამიანი იმსხვერპლა. შირვანშაჰმა და ამირ მირანმა შემწეობა სთხოვეს საქართველოს მეფეს თამარს, რომელმაც დახმარება აღუთქვა მათ.
ამის შემდეგ აღსართანი და ამირ მირანი პირადად ეახლნენ თამარს. საქართველოში მათ საზეიმო მიღება გაუმართეს და ლაშქრობის თა ... Читать дальше »
Категория: საქართველოს ბრძოლები | Просмотров: 1157 | Добавил: remixs | Дата: 24.05.2012 | Комментарии (0)

შირიმნის ბრძოლა 1021, ბრძოლა საქართველოსა და ბიზანტიის ლაშქარს შორის, შირიმთან (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია). ბიზანტიის იმპერიას არ აკმაყოფილებდა საქართველოსაგან მისი სიუზერენობის ფორმალური აღიარება და ცდილობდა რეალურად განემტკიცებინა თავისი მდგომარეობა, რისთვისაც XI საუკუნის დასაწყისში სამხრეთ ტაოს ტერიტორიაზე დავით კურაპალატის ყოფილი სამფლობელოებიდან (დავით III კურაპალატის მემკვიდრეობა) იბერიის თემი შექმნა.
ბიზანტია ყველა საშუალებით ცდილობდა შეეჩერებინა საქართველოს გაერთიანებისა და ზრდა-გაძლიერების პროცესი, დაესუსტებინა ის და ხელში ჩაეგდო მოსაზღვრე მიწები. 1014—1018, როცა ბიზანტია ბულგარეთთან ომით იყო დაკავებული, საქართველოს სამეფო კარმა ისარგებლა ამით და ბრძოლა დაიწყო სამხრეთ ტაოს მიწა-წყლის დასაბრუნებლად. ქართველებს მხარში ამოუდგნენ სომხებიც. გიორგი I-მა დაიკავა ბიზანტიის მიერ მიტაცებული ციხესიმაგრეები, მაგრამ ბულგარეთის დამა ... Читать дальше »
Категория: საქართველოს ბრძოლები | Просмотров: 915 | Добавил: remixs | Дата: 24.05.2012 | Комментарии (0)

ჩალაღანის ბრძოლა 1412, ბრძოლა ყარაყოიუნლუს ("შავბატკნიან") თურქმანებსა და შირვანშაჰისა და საქართველოს გაერთიანებულ ჯარებს შორის. "შავბატკნიან" თურქმანთა მბრძანებელმა ყარა-იუსუფმა სამხრეთ აზერბაიჯანში გაბატონების შემდეგ ჩრდილოეთ აზერბაიჯანსაც შეუტია. შირვან-შაჰმა შეიხ იბრაჰიმ დერბენდიმ და სიდი ალი შაქისელმა დახმარებისათვის საქართველოს მეფე კონსტანტინე I-ს მიმართეს. კონსტანტინემ 2 ათასი მხედარი მიაშველა მათ.
მოკავშირეები ჩალაღანთან, ელდარის ველის სამხრეთ აღმოსავლეთით, მდინარე მტკვარსა და მდ. ალაზანს შორის დაბანაკდნენ. ჩალაღანის ბრძოლა მოხდა 1412 დეკემბრის შუა რიცხვებში. მოკავშირეები დამარცხდნენ. კონსტანტინე I, შეიხ იბრაჰიმი, მისი ძმა - ბოჰული და ქართველი სარდლები თურქმანებმა შეიპყრეს. ქართველი ტყვეების ამაყი ქცევით განრისხებულმა ყარა-იუსუფმა კონსტანტინე I და მისი ძმა 300 ქართველ ტყვესთან ერთად სიკვდილით დასაჯა.\
Категория: საქართველოს ბრძოლები | Просмотров: 484 | Добавил: remixs | Дата: 24.05.2012 | Комментарии (0)