menu
person

01:04
საქართველოს ისტორია XI საუკუნეში
ბაგრატ III-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა გიორგი I (1014-1027). მეფის მცირეწლოვნებით ისარგებლეს კახეთ-ჰერეთის აზნაურებმა და საქართველოს ჩამოაშორეს ეს კუთხეები. მეფეს შეეძლო კახეთ-ჰერეთის ხელახლა დასაბრუნებლად ან თბილისის ამირის წინააღმდეგ ებრძოლა მაგრამ გიორგიმ საქართველოს ყველაზე დიდ მტრად ბიზანტიის იმპერია მიიჩნია. გიორგი I-მა ისარგბლა ბიზანტიის ომით ბულგარეთთან და დაიკავა იმიერ ტაო. დავით კურაპალატის სამფლობელი. ბულგარეთთან გამარჯვების შემდეგ ბასილ II საქართველოსკენ დაიძრა. გიორგი I შეეცადა შეექმნა კუალიცია ბიზანტიის იმპერიის წინააღმდეგ. საქართველოს მეფე დაუკავშირად ეგვიპტის სულთან ალ-ჰაკიმს , მაგრამ ალ-ჰაკიმი მოკლეს. ეგვიპტის სულთნის მკვლელობაში ბიზანტიის ხელი ერია. ბასილმა გიორგის დაკავებული ტერიტორიების გათავისუფლება მოსთხოვა. გიორგიმ უარი განაცხადა. ბიზანტია საქართველოსკენ დაიძრა. ქართველებმა რამდენჯერმე მოახერხეს ბიზანტიელთა დამარცხება. გადამწყვეტი შეტაკება 1021 წელს შირიმნთან მოხდა. გიორგის კახეთ-ჰერეთის ლაშქარიც ეხმარებოდა, მაგრამ ბრძოლა ბიზანტიელთა გამარჯბვებით დასრულდა. ბრძოლაში პირადად მონაწილეობდა გიორგი I. ბასილმა ააოხრა თრიალეთი, ჯავახეთი, არტაანი და უკან გაბრუნდა ტრაპიზონში. დაიწყო საზავო მოლაპარაკება. გიორგი I დროის მოგებას ცდილობდა და მოლაპარაკებებს აჭიანურებდა. ამასობაში ბიზანტიაში აჯანყება დაიწყო , აჯანყებულებთან კავშირი ჰქონდა გიორგი I-ს. ბასილმა დაამარცხა აჯანყებულები , მათი ერთ-ერთი მეთაურის მოკვეთილი თავი კი გიორგის გამოუგზავნა. გიორგი I იძულებული შეიქმნა 1023 წელს ზავი დაედო ბიზანტიელებთან . ზავის თანახმად იმიერ ტაო კვლავ ბიზანტიას დარჩა. ამასთან კონსტანტინოპოლში მძევლად გაგზავნეს უფლისწული ბაგრატი. 1027 წელს გარდაიცვალა გიორგი I სამეფო ტახტი დაიკავა ბაგრატ IV.
საქართველოს ეკლესიის მამამთავარი მელქისედეკი იყო პირველი რომელიც იწოდებოდა: უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლოიკოს პატრიარქი.

ბაგრატ IV-ის მეფობის დასაწყისში ( 1027-1072) . 1028 წელს საქართველოში ბიზანტიელთა დიდი ლაშქარი შემოიჭრა. ქართველებმა მტერს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. ბიზანტიელები თრიალეთამდე მოვიდნენ და კლდეკარის ციხის აღებას შეუდგნენ. კლდეკარის ერისთავმა ლიპარიტ ბაღვაშმა შეძლო ბიზანტიელთა დამარცხება. ბიზანტიელები იძულებულები გახდნენ უკან დაეხიათ. ბიზანტიელთა წინააღმდეგ ბძოლას შავშეთში საბა მტბეველი ჩაუდსგა. მან სასტიკი ბრძოლა გაუმართა მტერს.ომის შეწყვეტის და ზავის დადების მიზნით ბიზანტიაში გაიგზავნა დიდი ელჩობა,ელჩობას მეფის დედა მარიამი ხელმძღვანელობდა. საქართველოსა და ბიზანტიას შორის ზავი დაიდო. ბიზანტიის იმპერატორმა ბაგრატ IV-ს კურაპალატობა უბოძა. ამავდროულად ბაგრატს ცოლად შერთეს იმპერატორის ძმისშვილი ელენე. ელენე მალე გარდაეიცვალა. ბაგრატმა ცოლად მოიყვანა ოვსთა მეფის ასული ბორე.

1032 წელს ქვეყნის უძლიერესმა ფეოდალმა ლიპარიტ ბაღვაშმა შეძლო , თბილისიდან გამოეტყუებინა და შეეპყრო თბილისის ამირა ჯაფარი.დატყვევებული ამირა მეფეს მიგვარა და თბილისის აღება შესთავაზა. ლიპარიტს ბევრი მოშურნე და მოწინააღმდეგე ჰყავდა. თუ თბილისის აღება ლიპარიტის ინიციატივით მოხდებოდა, ცხადია კიდევ უფრო გაიზრდებოდა მისი ძალაუფლება. ამიტომ დიდებულებმა მცირეწლოვან მეფეზე გავლენა მოახდინეს და ჯაფარი გააშვებინეს.

ლიპარიტის რჩევით და თანადგომით 1037 წელს ალყა შემოარტყეს თბილისს. ალყა ორ წელს გაგრძელდა. ქალაქის მცხოვრებნი უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნენ.ქალაქში აღარ იყო საკვები. ამირა მდინარე მტკვრით აპირებდა გაქცევას. ქალქი სულ მალე დანებებას აპირებდა, მაგრამ ბაგრატმა ლიპარიტის გარეშე თბილის ალყა მოხსნა. ამ დროს ხმა გავრცელდა რომ თბილისის დასახმარებლად მაჰმადიანები დიდ ჯარს კრებდნენ. შესაძლოა ომის თავიდან აცილების მიზნით მოხსნა ალყა ბაგრატმა. მაგრამ გამორიცხული არ არის ამ საქმეში კვლავ ლიპარიტის მოწინააღმდეგეების ხელი ერიოს.

ამ ამბის შემდეგ გაფუჭდა ურთიერთობები ბაგარტსა და ლიპარიტს შორის. მალე კლდეკარის ერისთავი აშკარად აუჯანყდა მეფეს. ბაგრატმა სცადა ძალით დაემორჩილებინა ლიპარიტი მაგრამ ორჯერ მსთან ბრძოლისას დამარცხდა. ბაგრატსა და ლიპარიტს შორის დაპირისპირება ოც წელიწადს გაგრძელდა. ლიპარიტ ბაღვაში განთქმული მხედართმთავარი და ძალზედ ჭკვიანი პიროვნება იყო. ყოველივე ეს მან მეფისა და სამშობლოს წინააღმდეგ ბრძოალაში გამოიყენა.საქართველოს გაძლიერება ხელს არ აძლევდა ბიზანტიას. ბიზანტიელები ყველანაირად ცდილობდნენ მეფის ხელიუფლების შესუსტებას, ამ საქმეში ბიზანტიას მოკავშირედ ლიპარიტ ბაღვაში მოევლინა. ბიზანტიამ ბაგრატს დაუპირისპრა მისი ნახევარძმა დემეტრეც. დემეტრემ ბიზანტიას გადასცა უმნიშვნელოვანესი ციხე ანაკოფია. ბაგრატ IV სწორედ ანაკოფიის ციხის აღებისთვის იბრძოდა როდესაც მასთან მივიდნენ თბილისიდან ელჩები. მათ მეფეს მოახსენეს რომ ამირა ჯაფარი მომკვდარიყო და თბილისის დაკავება შესთავაზეს. ბაგრატ IV-მ ჯარის ნაწილი ანაკოფიაში დატოვა თვითონ კი თბილისისკენ გამოემართა. ქალაქის შესასვლელში მეფეს მთელი მოსახლეობა შეეგება ზარ-ზეიმით. ბაგრატი დიდი პატივით შეიყვანეს ქალაქში და ამირას დარბაზში დასვეს. ამ დროს მეფის წინააღმდეგ გაილაშქრა ლიპარიტ ბაღვაშმა, ბაგრატი იძულებული გახად ქალაქი დაეტოვებინა. მალე ბიზანტიელებმა თავისთან იხმეს ლიპარიტი და თურქ-სელჯუკების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება სთხოვეს. შუა აზიიდან დაძრულმა თურქ-სელჯუკებმა მრავალი ქვეყანა დაიპყრეს და ბიზანტიას მოადგნენ. ბრძოლა თურქების გამარჯვებით დასრულდა, ლიპარიტი ტყვედ ჩავარდა. ამით ისარგებლა ბაგრატ IV-მ და თბილისი დაიკავა. მაგრამ მას შემდეგ რაც სამშობლოში დაბრუნდა ლიპარიტი , ბაგრატმა მიატოვა თბილისი.

ბაგრატ IV-მ კარგად იცოდა, თუ ვინ იდგა ლიპარიტის უკან და ამიტომ კონსტანტინოპოლში გაემგზავრა , რათა ბიზანტიის იმპერატორთან პირადად გაერკვია ურთიერთობა. მეფე სამი წელი საპატიო პატიმრობაში იმყოფებოდა. ამასობაში ლიპარიტ ბაღვაშმა რუსისი ტაძარში მეფედ აკურთხა . ბაგრატ IV-ის ძე გიორგი II. ლიპარიტი ფაქტიურად მთელი სამეფოს გამგებელი გახდა. 1058 წელს მესხმა აზნაურებმა შეიპყრეს ლიპარიტი და იგი უკვე საქართველოში დაბრუნებულ ბაგრატ IV-ს მიჰგვარეს. ლიპარიტი ბერად აღკვცეს და ბიზანტიაში გაგზავნეს. ლიპარიტის დამარცხების შემდეგ ბაგრატს საშუალება მიეცა დაეწყო ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისთვის. მეფემ პირველლად კახეთ ჰერეთს შეუტია და რამდენიმე მნიშვნელოვანი ციხე დიკავა. ვითარება კვლავ შეიცვალა 1064 წელს , როდესაც საქართველოში პირველად შემოიჭრნენ თურქ-სელჯუკები. მათ პირადად სულთანი ალფ-არსლანი მეთაურობდა.მტერი სამხრეთ საქართველოდან შემოიჭრა. თურქები ახალქალაქს მოადგნენ. ქალაქის გალავნის მშენებლობა ჯერ დამთავრებული არ იყო. მიუხედავად ამისა მესხებმა მტერს სასტიკი ბრძოლა გაუმართეს. ბრძოლა სამი დღე გრძელდებოდა. ისტორიკოსი წერს რომ მდინარე ახაქალაქისწყალი სისხლით შეიღება. მტერმა ქალაქი აიღო , სამხრეთ საქართველო ააოხრა და უკან გაბრუნდა. 1068 წელს თურქები კიდევ შემოიჭრნენ, ამჯერადისინი აღმოსავლეთ საქართველოს შეესივნენ. კახეთ-ჰერეთის მმართველები სულთანს ეახლნენ და მაჰმადიანობა მიიღეს. თურქ-სელჯუკების მოკაშირე იყო განძის ამირა. თურქების წასვლის შემდეგ ბაგრატმა განძის ამირას სასტიკი მარცხი აგემა.

1072 წელს გარდაიცვალა ბაგრატ IV გამეფდა მისი ძე გიორგი II (1072-1089). გიორგი II-ს უმძიმეს ვითარებაში მოუხდა მეფობა. ქვეყანა თურქ-სელჯუკების შემოსევებისაგან აოხრებლი იყო. ამას დაერთო შინააშლილობა სამეფოში. დიდებულებმა დიდი აჯანყება წამოიწყეს მეფის წინააღმდეგ. გიორგი II მოერიდა ძალის გამოყენებას. მეფეს ან ამის საშუალება არ ჰქონდა ან მოერიდა ძალის გამოყენებას. გიორგი II-მ აჯანყებულებს ახალი მიწები უწყალობა და ამ გზით შემოირიგა. არ წყდებოდა თურქების შემოსევები. გიორგი II-მ სასტიკად დაამარცხა ჯავახეთში შემოჭრილი თურქები. ქართველებმა დაიკავეს შავშეთის, კლარჯეთის და ჯავახეთის ციხეები. აიღეს მნიშვნელოვანი ქალაქი კარი. ამავე დროს გიორგი II-მ გაათავისუფლა ბიზანტიელებისაგან ანაკოფიის ციხე. თუმცა ეს დროებითი წარმატება იყო. 1080 წელა საქართველოში დიდი თურქობა დიწყო. თურქები ადრიან გაზაფხულზე შემოდიოდნენ და გვიან შემოდგომაზე მიდიოდნენ. მათ მთელი საქართველოს ტერიტორია საძოვრებად ესაჭიროებოდათ. საქართველოს გადაშენების საფრთხე დაემუქრა.მშველელი აღარ იყო, საქართველოს კი მარტო ძალის გაწევა არ შეეძლო.ბიზნტია თავს ძვლივს იცავდა,სომხური სახელმწიფოები კი უკვე დიდი ხანაი აღარ არსებობდა. ქრისტიანული საქართველო მარტო დარჩა უზარმაზარი თურქ-სელჯუკების წინაშე. გიორგი II-მ ერთადერთი გამოსავალი იპოვა. ის თურქების სულთან მელიქ-შაჰს ეახლა და ხარკის გადახდა იკისრა. სამაგეროდ თურქებს აღარ უნდა დაერბია საქართველო. აქედან არაფერი გამოვიდა , საქართველო ხარკს იხდიდა, თურები კი ქვეყანას მაინც აოხრებდნენ. ქვეყნის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა , უმძიმესმა მიწისძვრამ რომელიც თუთქმის ერთი-წლის განმავლობაში ხდებოდა.

საქართველო უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ქვეყნის ყოფნა არყოფნის საკითხი იდგა. ასეთ დროს ქვეყანაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს: 1089 წელს გიორგი II-ის ძე , 16 წლის დავითი მეფედ აკურთხეს. გიორგი მეფე ფაქტობრივად ქვეყნის მართვას ჩამოაცილეს.გიორგი II ამის შემდეგ დითხანს იცოცხლა მაგრამ , ის ქვეყნის მართვასი არ იღებდა მონაწილეობდა.
Категория: საქართველოს ისტორია | Просмотров: 1195 | Добавил: remixs | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
Имя *:
Email *:
Код *: