01:04 საქართველოს ისტორია VII საუკუნეში |
602 წელს კონსტანტინოპოლში სამხედრო გადატრიალება მოხდა. ირანის შაჰმა გადაწყვიტა ბიზანტიის საქმეებში ჩარევა, ხოლო მიზეზად მოიყვანა ის რომ, ბიზანტიის იმპერატორი თავის დროზე მას დაეხმარა , ახლა კი მას სურდა დახმარება. ირანელებმა ბიზანტიის წინააღმდეგ ომი დაიწყეს, ბიზანტიელები მარცხს მარცხზე განიცდიდნენ. გართულდა ვითარება კავკასიაშიც. ქალკელდონის მსოფლიო საეკლესიო კრებიის შემდეგ დაირღვა კავკასიის სახელმწიფოების რელიგიური ერთობა. სომხეთში მონოფიზოტობამ გაიმარჯვა. განსაკუთრებით გართულდა ვითარება VII საუკუნის დასაწყისში. ყველაფერი იმით დაიწყო რომ ცურტაველი ეპისკოპოსი მოსე , წარმოშობით სომეხი. რომელიც მონოფიზიტობას უჭერდა მხარს , გაიქცა სომხეთში და დახმარება ითხოვა. მოსემ საქმე ისე წარმოაჩინა თითქოს ქათველები დევნიდნენ. მოსეს დაცვა სომხეთის კათალიკოსმა ითავა. გაიმართა მიწერ-მოწერა სომხეთის კათალიკოს და ქართლის კათალიკოს კირიონ I-ს შორის. მოსე ცურტაველის საკითხი მალევე მიივიწყეს, წინა პლანზე წამოიწია უფრო მნიშვნელოვანმა საკითხებმა. სომხეთის ეკლესია ქართლის ეკლესიას ბრალს დებდა რწმენის დამახინჯებაში. ქართლის კათალიკოსი ძალზედ ჭკვიანურად და ფრთხილად მოქმედებდა. პოლიტიკური სიტვაცია ქართლისთვის საზიანო იყო. მონოფიზიტ სომხეთს უკან ირანი ედგა. დიოფიზიტური ბიზანტია დასუსტებული იყო და ანგარიშ გასაწევ ძალას არღარ წარმოადგენდა, ამიტომ ქართლს ბიზანტიის დახმარების იმედი აღარ ჰქონდა. კირიონმა შესანიშნავად გაართვა თავი შექმნილ მძიმე მდგომარეობას: დაიცვა დიოფიზიტობა და საშულება არ მისცა მოწინააღმდეგეებს გამოეყენებინათ მასთვის ხელსაყრელი მდგომარეობა. საბოლოოდ ყველააფერი 608 წლის საეკლესიო განხეთქილებით დასრულდა. 610 წელს ბიზანტიაში ახალი გადატრიალება მოხდა. ტახტზე ავიდა ჰერაკლე, თავდაპირველად ვერც ახალმა იმპერატორმა შესძლო მდგომარეობის გამოსწორება. ასეთი წარმატებების ფონზე ირანმა , ანტიბიზანტიური კამპანია დაიწყო, რაც პირველ რიგში დიოფიზიტობის დევნით გამოიხატებოდა. მტკივნეულად შეეხო ეს საკითხი ქართლს. VII საუკუნის 10-იან წლებში კათალიკოსი კირიონი და ერისმთავარი ადარნასე იძულებულები შეიქმნენ , ქართლი დაეტოვებინათ. შექმნილ მძიმე ვითარებაში ბიზანტიამ შეძლო ახალი არმიის შექმნა და შეტევაზეც გადავიდა. იმპერატორი შეიჭრა სომხეთსა და ალბანეთში და რამდენიმე მარცხი აგემა ირანელებს. 627 წელს ჰერაკლემ ახალი შეტევა წამოიწყო. თავდაპირველად ის დასავლეთ საქართველოში შეიჭრა ,დაუკავშირდა ჩრდილო კავკასიელ ხაზარებს და თბილისზე ლაშქრობა შესთავაზა. ხაზარები სიამოვნებით დათანხმდნენ იმპერატორის წინადადებას. იმავე წელს ხაზარები და ბიზანტიელები თბილისს მოადგნენ , ხანგრძლივმა ალყემ არ გაამართლა. ქალაქის აღება ბიზანტიელებმა და ხაზარებმა ვერ შესძლეს. ჰერაკლეს დროის დაკარგვა აღარ შეეძლო, მიატოვა თბილისი და შუამდინარეთისკენ დაიძრა. 628 წელს ხაზარები კვლავ მოადგნენ თბილისს. აიღეს ქალაქი და საშინლად ააოხრეს იგი. იმავე წელს დაიდო ზავი ბიზანტიასა და ირანს შორის. ჰერაკლემ დაიბრუნა : სომხეთი, სირია, მესოპოტომია და ეგვიპტე. მასვე ერგო ქართლიც. ბიზანტიელები წყალობით აჯილდოებდნენ მათ მხარეს გადასულ ქართლელებს. ჰერაკლემ ვერ შესძლო ამ წარმატებით დიდხანს სარგებლობა რადგან მსოფლიოს ასპარეზზე ახალი დამპყრობლებთა ძალა არაბები გამოჩნდნენ.
VII საუკუნის 30-იანი წლებიდან იწყება არაბთა დიდი დამპყრობლითი ომები, რომლის შედეგადაც მათ უზარმაზარი იმპერია შექმნეს. არაბების თავიდან დაპყრობილი ქვეყნები როგორც განმანთავისუფლებლებს ისე უყურებდნენ. VII საუკუნის 30-იანი წლებიდან არაბები იპყრობენ : დამასკოს, იერუსალიმს, ანტიოქიას მთელ შუამდინარეთს და ეგვიპტეს. ამავე პერიოდში არაბები სომხეთშიც შემოდიან, არაბებმა განიზრახეს ქართლსი დაპყრობაც. მათ ქართლში ელჩობა გამოაგზავნეს და მოსახლეობას შემოუთვალეს ან დამორჩილება ან აყრა და სხვა ქვეყანაში გადასახლება. ქართლელებმა მორჩილებაზე უარი განაცხადეს , არაბებმა გალაშქრება გადაწყვეტეს. მაგრამ ამას ბუნებრივმა პირობებმა შეუშალა ხელი ზამთარი იდგა. მოვიდა დიდი თოვლი, რასაც ზედ სასტიკი ყინვები დაერთო. არაბებმა ლაშქრობა შეწყვიტეს და უკან გაბრუნდნენ. არაბთა ეს პირველი გამოჩენა კავკასიაში მიზნად არ ისახავდა ამ ქვეყნების დაპყრობას. ეს იყო ჩვეულებრივი მარბიელი ლაშქრობა რომლის დროსაც მათ დაზვერე მომავალი მტრები. VII საუკუნის 50-იანი წლებიდან არაბებმა დაიპყრეს ირანი, შუა აზია და ინდოეთამდე მივიდნენ. ირანის სახელმწიფოს დაცემამ არაბებს გზა კავკასიისკენ გაუხანა. 654 წელს მათ დაამარცხეს ბიზანტიელები და ქართლს მოადგნენ. ქართლის ერისმთავარმა სტეფანოზ II -მ ერთადერთ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მან არაბთა სარდალ ჰაბიბ იბნ-მასლამს დაზავება შესთავაზა. ირანი აღარ არსებობდა დასუსტებულ ბიზანტიას კი ქართლის დაცვა აღარ შეეძლო, ამიტომ დაზავება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო. თავის მხრივ არც არაბები იყვნენ წინააღმდეგნი თუ ქართლი მას ნებით დაემორჩილებოდა. არაბებს დაპყრობილი ტერიტორიებზე განმტკიცება ესაჭიროებოდა , დაპირისპირება იყო არაბებში. საქართველო არაბებისაგან ყველაზე დაშორებული ქვეყანა იყო . ქართლსა და არაბებს შორის დაიდო დაცვის სიგელი. რომლის პირობები იმ ეტაპზე ორივე მხარეს აკმაყოფილებდა. ქართველები იხდიდნენ ერთ კომლზე ერთ დინარს. მათა რ ჰქონდათ უფლება გადასახადების შემცირების მიზნით კომლები შეერთებინათ. ხოლო არაბების პირიქით კომლები გაეყოთ. თუ ქართველი მიიღებდა ისლამს ის თავისუფლდებოდა გადასახადებისაგან. ქართველები ვალდებულები იყვნენ დახმარებოდნენ არაბებს, ჩამორჩენილი არაბი უნდა მიეყვანათ არაბთა უახლოეს რაზმამდე. სამაგეროდ არაბები დაიცავდნენ ქართველებს სხვების შემოსევებისაგან. თუ არაბთა არყოფნის დროს ქართველები დაემორჩილებოდნენ სხვებს ეს ქართველებს დანაშაულად არ ჩაეთვლებოდათ. VII საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს არაბთა სახალიფოში ატყდა შინაომები, რომელიც რამდენიმე წელიწადს გაგრძელდა. ამით ისარგებლა ქართლის ერისთავმა ნერსე I-მა და არაბები არამარტო ქართლიდან არამედ სომხეთიდანაც გააქცია. არაბთა დროებითმა დასუსტებამ ბიზანტიას საშუალება მისცა დაკარგული ტერიტორიები დაებრუნებინა. VII საუკუნის მეორე ნახევარში ბიზანტიელებმა ლაზიკაში მეფობა გააუქმეს და ლაზიკის მმართველს პატრიკიოსის ტიტული უბოძეს. იმპერიის ასეთმა აგრსიულმა მოქმედებამ ლაზიკაში აჯანყება გამოიწვია. პატრიკიოსმა სერგი ბაკურის ძემ 697 წელს არაბები დასავლეთ საქართველოში გადაიყვანა. ეგრისელებმა უკვე ნაცადი მეთოდი გამოიყენეს ერთ დამპყრობელს მეორე დაუპირისპირეს. მდგომარეობას ართულებდა ხაზართა დროებითი შემოსევები. |
|
Всего комментариев: 0 | |