01:06 საქართველოს ისტორია VI საუკუნეში |
ბიზანტიასა და სასანიების ირანის დაპირისპირებისას , დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა საქართველოს. ის ვინც საქართველოში გაბატონდებოდა მოიპოვებდა დიდ წარმატებებს მოწინააღმდეგესთან შედარებით. საქართველოს ხელში ჩაგდებით ისინი გააკონტროლებდნენ ჩრდილო კავკასიიდან გადმოსასვლელ გზებს . და მომთაბარეების სამხედრო ძალის გამოყენება იქნებოდა შესაძლებელი. VI საუკუნე კავკასიაში ირანის აქტიურობით დაიწყო. 510 წელს გააუქმეს მეფობა ალბანეთში. ქართლი ერთადერთი ქვეყანა იყო სადაც მეფობა კიდევ იყო. ცხადი იყო რომ ირანის შაჰი ქართლშიც გააუქმებდა მეფობას. ირანის შაჰმა ქართლის მეფეს გურგენს ქრისტიანობის უარყოფა და მაზდიანობის მიღება მოსთხოვა. გურგენის აჯანყება 523 წელს დამარცხებით დასრულდა, გურგენმა თავი ბიზანტიას შეაფარა. თუ ქართლისთვის ირანი სასტიკი დამპყრობელი იყო, მას სხვანაირად უყურებდნენ ლაზიკაში. ლაზები ირანელებს ბიზანტიის მოწინააღმდეგედ და მათ მოკავშირედ აღიქვამდნენ. სწორედ ამ მოსაზრებით ლაზიკის მეფის შვილმა წათემ მაზდიანობა მიიღო. როდესაც მეფე გარდაიცვალა , სამეფო ტახტი წათეს დარჩა. წათე მიხვდა რომ ქრისტიანული ქვეყანა წარმართ მეფეს ვერ აიტანდა , ამიტომ ის კვლავ ქრისტიანობას დაუბრუნდა. წათე I ქრისტიანად ავიდა სამეფო ტახტზე. წათეს პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლამ , ირანის შაჰის აღშფოთება გამოიწვია და ლაზიკის დასასჯელად სამხედრო ძალა გამოგზავნა.წათემ დახმარებისთვის ბიზანტიას მიმართა.ლაზებმა და ბიზანტიელებმა ირანელები დაამარცხეს. ბიზანტიის იმპერატორმა კარგად იცოდა რომ თუ ირანი ლაზეთს დაიპყრობდა იმპერია ძალზედ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. იმპერატორმა იუსტინიანემ გადაწყვიტა დასავლეთ საქართველოს ციხეებში სკანდასა და შორაპანში ბიზანტიური გარნიზონები ჩაეყენებინა. 531 წელს ირანის შაჰი გახდა ხოსრო I ანუშირვანი. იუსტინიანეს და ხოსროს მმართველობის დროს მათნმა ქვეყნებმა სიძლიერეს ზენიტს მიაღწიეს. იუსტინიანე რომის იმპერიის აღდგენაზე ოცნებობდა. მაგრამ ეს ორი ქვეყანა გადამწყვეტი ბრძოლისათვის მზად მაინც ვერ აღმოჩნდნენ. ამიტომ 532 წელს დაიდო უვადო ზავი . იუსტინიანე ხვდებოდა რომ ზავი დროებითი იყო ამიტომ მან დასავლეთ საქართველოს გამაგრება დაიწყო. ლაზიკაში შეიქმნა ახალი სამხედრო ძალა . ააგეს ძლიერი ციხესიმაგრე პეტრა ( ციხისძირი ). ლაზებისთვის ეს ყველაფერი აუტანელი იყო . ამიტომ მათ ხოსროსთან ელჩობა გააგზავნეს და დახმარება სთხოვეს. სულ სხვა ვითარებაში აღმოჩნდა ქართლი უვადო ზავის შემდგომ, ქვეყანა კვლავ ირანელთა მმართველობის ქვეშ აღმოჩნდა. საინტერესო ცნობები აქვთ დაცულკი ბიზანტიელ იმპერატორებს . VI საუკუნის 30-იან წლებში ”იბერიელთა მეფე ძამანარსე კონსტანტინოპოლში კეთილსათნო იუსტინანე მეფესთან თავის მეუღლითა და დარბაისლებითურთ მოვიდა”. სავარაუდოა რომ ქართლის ნაწილი ირანელთა ბატონობას გადაურჩა და იქ ვახტანგ გორგასლის შთამომავლები მეფობდნენ. VI საუკუნის 40-იან წლებში ქართლში მეფობა გაუქმებულია ამ დროს ქართლის მმართველია ირანელი მოხელე მარზპანი. VI საუკუნის 30-იან წლებში ქართლში მოვიდნენ სირიელი სასულიერო პირები. მათ ასურელი მამები ეწოდათ. ესენი იყვნენ : იოანე ზედაზნელი, დავით გარეჯელი, აბიბოს ნეკრესელი, შიო მღვიმელი, იოსებ ალავერდელი, ანტონ მარტყოფელი, თადეოზ სტეფანწმინდელი, პიროს ბრეთელი, ისე წილკნელი, სტეფანე ხირსელი, ზენონ იყალთოელი, მიქაელ ულუმბოელი, ისიდორე სამთავნელი და ელია დიაკონი. ზოგი მათგანი ადრე მოვიდა ზოგი ცოტა მოგვიანებით. ასურელი მამების მიზანი იყო ქართლში ქრისტიანობის განმტკიცება , იმ მძიმე ვითარებაში რომელშიც ქართლი იმყოფებოდა. სწორედ ასურელმა მამებმა ჩაუყარეს სამონასტრო ცხოვრებას საფუძველი საქართველოში. ასურელი მამების მიერ დაარსებული სამონასტრო კერები , მოგვიანებით ქართული მწიგნობრობის და კულტურის მძლავრ კერებად იქცნენ. |
|
Всего комментариев: 0 | |