01:03 საქართველო თამარის მეფობის დროს |
1184 წიდან გიორგი III-ის გარდაცვალების შემდეგ , თამარმა დაწყო ერთპიროვნული მმართველობა (1184-1213). საქართვეოს ისტორიაში ქვეყნის მმართველი პირველად გახად ქალი. დავით აღმაშენებლის და გიორგი III-ის დროს ძალაუფლება დაკარგულმა დიდებულებმა სცადეს აღედგინათ თავისი დაკარგული ძალაუფლება. დიდებულებმა თამარი ხელმეორედ აკურთეს მეფეთ, რათა ამით ხაზი გაესვათ თავიანთი გავლენისათვის. მათ გიორგი III-ის დროს დაწინაურებულ დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები ამირსპასალარ ყუბასარი და მსახურთუხუცესი აფრიდონი გადააყენებინეს. ამ მოვლენიდან ცოტ ხნის შემდეგ მეჭურჭლეთუხუცესმა ყუთლუ არსლანმა სამეფო ხელიდუფლების შეზღუდვის და სახელმწიფო მმართველობის რეფორმის გეგმა წამოაყენა.ისანში, სამეფო სასახლის გვერდით , უნდა დაეარებინათ ე.წ ”კარავი”.კარავში შეკრებილი დიდებულებს უნდა გადაეწყვიტა ქვეყანაში არსებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი და ამის შემდეგ ამცნობებდნენ მეფეს.მეფეს მხოლოდ გადაწყვეტილების აღსრულების უფლება ექნებოდა. ამ გეგმის განხორციელების შემთხვევში მეფის ხელიუფლება ძალზედ შეიზღუდებოდა. ბუნებრივია თამარს არ შეეძლო ყუთლუ არსლანის წინადადების მიღება. ყუთლუ არსლანი დააპატიმრეს. მეჭურჭეთუხუცესს მრავალი მომხრე ჰყავდა. მათ თავიანთი მეთაურის გათავისუფლება მოითხოვეს წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შეიარაღებული გამოსვლებით იმუქრებოდნენ. თამარმა ყუთლუ არსლანი გაათავისუფლა. მასთან მოსალაპარაკებლად გაიგზავნა ორი ქალი , კრავაი ჯაყელი და ხვაშაქ ცოლქალი. მოლაპარაკებამ შედეგები გამოიღო კარავის იდეა ჩაიშალა, სამაგეროდ გაუფართოვდა უფლებები სამეფო დარბაზს. ამიერიდან მეფე ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებდა დარბაზის ერთიანობითა და თანადგომით . ამგვარად სამეფოში მოხდა მშვიდობის დამყარება. უაღრესად მნიშნელოვანი აღმოჩნდა თამარის გათხოვების საკითხი, მისი მეუღლე მეფის შემდეგ ყველაზე გავლენიანი პირი იქნებოდა. XII საუკუნის ბოლოს რუსეთში რამდენიმე სამთავრო არსებობდა მათ შორის ერთ-ერთი იყო ვლადიმირ-სუზდალის სამთავრო, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა ანდრეი ბოგოლუბსკის დროს. სწორედ ანდრია შვილზე , იური ბოგოლუბსკიზე შეჩერდა არჩევანი. ანდრია შეთქმულებმა მოკლეს, ტახტი დაიკავა მისმა ძმამ ვსევოლოდმა. ბიძისაგან დევნილმა იურიმ თავი ყიჩაღეთს შეაფარა. იურის ჩამოსაყვანად გაიგზავნა თბილისიდან დიდვაჭარი ზანქან ზორაბაბელი. 1185 წელს იური, რომელსაც საქართველოში გიორგი რუსი უწოდეს, საქართველოში ჩამოიყვანეს და თამარზე დააქორწიეს. თამარი წინააღმდეგი იყო ასეთი სწრაფი ქორწილის, მას მიაჩნდა რომ ჯერ გიორგი რუსის პიროვნება უნდა გაეცნო. თამარი ბოლოს მაინც დაჰყვა დიდებულების გადაწყვეტილებას. დიდებულთა ნაწილი წინააღმდეგი იყო ასეთი ქორწინების, მათ მიაჩნდათ რომ თამარი უნდა დაქორწინებულიყო ბიზანტიის იმპერატორის დრონიკე I კომნენის ძეზე ალექსზე. მალე გიორგი რუსამ მისი უარყოფითი თვისებები გამოამჟღავნა და მისი სამეფო კარზე გაჩერება შეუძლებელი გახდა. 1187 წელს გიორგი რუსი საქართველოდან გააძევეს. ერთი წლის შემდეგ 1188 წელს , თამარმა ხელმეორედ იქორწინა, დავით სოსლანზე . დავითი თამარის მამიდის რუსუდანის აღზრდილი იყო. გიორგი რუსისაგან განსხვავებით ქართველებით დავით სოსლანს კარგად მოიხსენიებენ. ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით , დავითი იყო გიორგი I-ის ძის დემეტრეს შთამომავალი ე.ი ბაგრატიონი. ბიზანტიაში გაძევებული გიორგი რუსი არ აპირებდა შეგუებოდა მის ბედს ამიტო 1191 წელს ის საქართველოში დაბრუნდა. როგორც ჩანს მას საკმაოდ ბევრი მომხრე ჰყავდა. დიდებულების ნაწილმა მხარი დაუჭირა რუს და თამარის წინააღმდეგ აჯანყდნენ. დიდებულების ნაწილმა გიორგი რუსი გეგუთში მეფედ აკურთხეს და თამარის წინააღმდეგ დაიძრნენ. ამ მძიმე ვითარებაში თამარმა მოახერხა თავისი მომხრეების შეკრება და აჯანყებულების დამარცხება. გიორგი რუსის თანამზრახველები თანამდებობებიდან გადააყენეს და მამულები ჩამოართვეს. 1193 წელს გიორგი რუსიმა კიდევ სცადა საქართველოში შემოჭრა . ამჯერად ის ჰერეთის მხრიდან გამოჩნდა. გიორგი რუსს მხარი აღარავინ დაუჭირა და იგი ადვილად დამარცხდა. ქვეყანაში მშიშვიდობის დამყარების შემდეგ, თამარმა აქტიური საგარეო პოლიტიკის გატარება დაიწყო. ამ დროისთვის საკმაოდ გაძლიერდა აზერბაიჯანის ათაბაგი აბუ-ბექრი. 1195 წელს შამქორში ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს აბუ ბექრი. ბრძოლაში განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ძმებმ შალვამ და ივანე ახალციხელებმა. შალვამ ხალიფას გამოგზავნილი დროშა იგდო ხელთ რომელიც შემდგომ გელათი მონასტერს შესწირეს. ამ გამარჯვებამ კიდევ ერთხელ დაანახა ყველას საქართველოს ძლიერება. ქართველებმა შემოიერთეს სომხეთის მნიშვნელოვანი ქალაქები ანისი და დვინი. სქართველოს სიძლიერე ძალზედ არ მოსწონდათ მაჰმადიან სახელმწიფოებს. მათ შორის იყო რუმის სასულთნიც რუქნ ადინიც. ეს უკანასკნელი ხანგრძლივად ემზადებოდა საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლველად. საომარი სამზადისის დასრულების შემდეგ რუქნ ადინამა წერილი გამოუგზავნა თამარს «ყოველი დიცი რეგვენია . და შენ გიბრძანებია ქართველთათვის აღებად ხრმალი მუსლიმანთა ხოცად ...აწ წარმომივლენაი ყოველი მხედრობა ჩემი, რათა აღვხოცო ყოველი მამაკაცი მაგ ქვეყანასა. და ცოცხალი იგი ოდენ დარჩეს, რომელი წინამომეგებოს , თავიანი სცეს ჩათრსა ჩემსა, სასოება იგი თქვენი ჯვარი წინაშე ჩემსა დალეწოს და მოჰამედი აღიაროს”. კიდევ უფრო თავხედური იყო ელჩის ზეპირი დანაბარები. ” უკეთუ მეფემან თქუენმა დაუტეოს სჯული იპყრას სულტანმა ცოლად. და უკეთუ არა დაუტეოს სჯული იყოს ხარაჭად სულტნის» . ამ სიტყვებით აღშფოთებულმა ამირსპასალარმა ზაქარია მხარგრძელმა სილა გააწნა ელჩს. ეს უკანასკნელი უგონოდ დაეცა და ძვლივს მოასულიერეს. რუქნ ად-დინ მიწერეს « წავიკითხე ღმერთისა განმარისხებელი წიგნი შენი, ნუქრადინო, და ვცან სიცრუენი შენნი. რომელთა ბჭე ღმერთი იყოს ! შენ ოქროსა მივირეთა სიმრავლისად მინდობილ ხარ , ხოლო მე - არცა სიმდიდრესა და არცა სპათა ჩემთასა , არამედ ძალსა ღმერთისა ყოვლისა მპყრობელისასა და ჯვარისა წმინდისა, რომელი შენ ჰგმე . აწ წარმომივლენია ყოველი მხედრობა ჩემი წინამოგებებად . იყვან ნება ღმრთისა » . ქართველთა ჯარი დავით სოსლანი მეთაურობით დაიძრა მტრის წინააღმდეგ. მეფემ ჯარი პირადად გააცილა ვარძიამდე. 1202 წელს ბასიანში გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა . თავდაპირველად მტერს ქართველთა მეწინავე რაზმა შეუტია. მეწინავე ნაწილში იმყოფებოდა ცნობილი ქართველი სარდლები: შალვა და ივანე ახალციხელები, ზაქარია გაგელი, ივანე მხარგრძელი. თურქები თავდაპირველად აირივნენ , მაგრამ რუქნ ად-ინამ მოახერხა საპასუხო დარტყმის განხორციელება. ქართველთა მეწინავე ნაწილს გაუჭირდა. მტერმა ქართველ სარდლებს ცხენები დაუხოცა. მაგრამ ისინი ქვეითად განაგრძობდნენ ბრძოლას. ბრძოლის ბედი მტრების მხარეს გადაიხარა , მაგრამ ამ დროს მტერს ორი მხრიდან შეუტია ქართველთა მთავარმა ნაწილებმა. მარჯვნიდან ზაქარია მხარგრძელის და მარცხნიდან დავით სოსლანის მეთაურობით. მტერმა ვერ გაუძლო ქართველთა შეტევას და სასტიკად დამარცხდა.ქართველებმა დიდი ნადავლი იგო ხელთ. ტყვეთა შორის იყო რუქნ ად-ინის ძმაც რომელიც ქართველებმა ჯორის ერთ ნალში გაყიდეს. ბასიანის ბრძოლის შემდეგ ქართველებმა მაინც განაგრძეს შეტევები 1204 წელს ქართველებმა აიღეს უმნიშვნელოვანესი ქალაქი კარი. პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ ევროპელი რაინდების მიერ შექმნილი სახელმწიფოს საკმაოდ დიდი ბრძოლების გადახდა უწევდა მაჰმადიანებთან 1187 წელს ეგვიპტის სულთანმა სალაჰ-ად-დინმა ( სალადინმა) იერუსალიმი დაიკავა. დაკარგული პოზიციების აღსადგენად მოწყობილმა ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა შედეგი ვერ გამოიღეს. XII საუკუნის ბოლოს გართულდა ვითარება ბიზანტიის იმპერიაშიც. სადაც მიდიოდა ბრძოლა ტახტისათვის.ამ დროს ვენეციაში იკრიბებოდა მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილეები. ვენეცია კონსტანტინოპოლის უპირველესი მეტოქე იყო ვაჭრობაში. ვენეციამ გადაწყვიტა რაინდები ბიზანტიის წინააღმდეგ გამოეყენებია. 1204 წელს ჯვაროსნებმა იერიშით აიღეს კონსტანტინოპოლი. მათ გაძარცვეს და დაარბიეს ქალაქი ბიზანტიის იმპერია რამდენიმე ნაწილად დაიშალა. ბიზანტიაში შექმნილი ვითარებით ისარგებლეს ქართველებმა და 1204 წელს დალაშქრეს შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთი ტერიტორია. რომელზეც ძირითადად ქართული წარმოშობის მოსახლეობა სახლობდა. ქართულმა ლაშქარმა აიღო : ტრაპიზონი, ლიმნია, სამსუნი, სინოპი და სხვა ქალაქები. ამ ტერიტორიებზე შეიქმან ტრაპიზონის იმპერია, რომელსაც სათავეში საქართველოში აღზრდილი , ბიზანტიის იმპერიაში დამხობილი კომნენოსთა კანონიერი დინასტიის წარმომადგენელი ალექსი ჩაუდგა. ტრაპიზონის იმპერია საქართველოს გავლენის სფეროში მოექცა. 1206 წელს გარდაიცვალა დავით სოსლანი,თამარმა იმავე წელს თანამოსაყდრედ დასვა ლაშა-გიორგი. 1210 წელს ზაქარია მხარგრძელმა თამარს ირანში ლაშქრობა შესთავაზა. ლაშქრობა წარმატებული გამოდგა ქართველებმა აიღეს თავრიზი, ყაზვინი და სხვა ქალაქები. და ირანის შუაგულამდე მიაღწიეს. ალაფით და ნადავლით დამძიმებულმა ჯარმა წინსვლა ვეღარ შესძლო და უკან გამობრუნდა. ეს იყო ფეოდალური სამყაროსთვის ჩვეულებრივი მარბიელი ლაშქრობა. ლაშქრობის მიზანი იყო საქართველოს სიძლიერის დემონსტრირება და ალაფის მოპოვება. 1213 წელს გარადაიცვალა თამარი . მეფის მემატიანის ცნობით თამარი გელათში არის დაკრძალული. არსებობს ცნობები იმის შესახებ რომ თამარი იერუსალიმის ჯვრის მონასტერში არის დაკრძალული. ქართულმა ეკლესიამ თამარ მეფე წმინდანად შერაცხა. |
|
Всего комментариев: 0 | |