menu
person

11:19
საქართველო IV საუკუნეში Lazika

IV საუკუნის 30 წლების ბოლომდე ირანსა და რომს შორის დადებული ნასიმბინის ზავი არ დარღვეულა. რომს აკმაყოფილებდა ეს შეთანხმება . რაც ქართლი ქრისტიანული ქვეყანა გახდა ქართლი რომის მოკავშირე გახდა. ირანში შიდააშლილობა იყო ამიტომ მას აქტიური საგარეო პოლიტიკის წრმართვა აღარ შეეძლო. რომის იმპერატორმა დედაქალაქი რომიდან აღმოსავლეთით გადმოიტანა , ამის შემდეგ გააქტიურდა აღმოსავლური პოლიტიკა. მაგრამ ბრძოლები ირანმა დაიწყო. ლეონტი მროველის გადმოცემით ქართველებმა წარმატებული ლაშქრობა მოაწყვეს ჩრდილოეთ კავკასიაში. ირანელებმა დაიკავეს სომხეთი, ეს ყველაფერი ქართლს სახიფათო პერსპექტივებს უქადდა. ამიტომ ირანელთა წინააღმდეგ ბრძოლაში სომხებს ქართველებიც ეხმარებოდნენ. ირანელები ქართლში შემოიჭრნენ. და სავარაუდოა რომ მალევე მთელი ქართლი დაიმორჩილეს

დასავლეთ საქართველოში გაძლიერდნენ ლაზები. ეს ყველაფერი რომისთვისაც მისაღები იყო , რადგან კავკასიაში ძლიერი სახელმწიფოს არსებობის შემთხვევაში ჩრდილოეთიდან გადმოსასვლელი გზები ჩაიკეტებოდა. IV საუკუნეში ლაზთა მეფეებმა დაიმორჩილეს : აბაზგები, აფშილები, სანიგები. წაართვეს არგვეთი ქართლს და მთელ დასავლეთ საქართველო დაიკავეს. ამ სახელმწიფოს ქართლში- ეგრისს ბიზნტიაში კი ლაზიკას უწოდებდნენ. ლაზიკა რომისადმი მხოლოდ ფორმალურ მორჩილებასი იყო. ლაზიკის ადმინისტაციული ცენტრი იყო ციხე-გოჯი (არქეოპოლისი).

Категория: საქართველოს ისტორია | Просмотров: 708 | Добавил: remixs | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
Имя *:
Email *:
Код *: