01:01 ჯალალ ად-დინის ლაშქრობები. მონღოლთა მიერ საქართვეელოს დაპყრობა |
ლაშა-გიორგის გარდაცვალების შემდეგ რადგამ მას კანონიერი მემკვიდრე არ დარჩა, დარბაზმა მეფედ ლაშა-გიორგის და რუსუდანი აიყვანა . მეფედ კურთხევის ცრემოია 1223 წლის თებერვალში ჩატარდა. რუსუდანს არ აღმოაჩნდა მისი დედის თვისებები: სიბრძნე, წინდახედულობა, ნებისყოფა. მისი მეფობის დროს კიდევ უფრო აიშვეს დიდებულებმა ისინი მხოლოდ საკუთარი ინტერესებით მოქმედებდნენ. 1225 წლამდე საქართველოს წვრილ-წვრილი ომები ჰქონდა გამდგარ ქვეყნებთან და ყივჩაღებთა. 1225 წელს საქართველოს დიდი საფრთხე დაემუქრა ჯალალ ად-დინის მხრიდან. ჯალალ ად-დინი მისი სამფლობელოდან ხორაზმიდან მონღოლებმა გააძევეს. მან შესძლო ირანის დიდი ნაჭილის დამორჩილება ასე დაიკავა ირანის აზერბაიჯანიც და გადაწყვიტა საქართველოში გამოელაშქრა. მან დიდძალი ლაშქარი შეჰკრიბა 140 000 მეომარი, სომხური წყაროების მიხედვით 200 000. ჯალალ ად-დინი 1225 წლის ზაფხულში შემოვიდა საქართველოში. ის თავდაპირველად დვინს მიადგა და ქალაქის მოოხრება დაიწყო. ქართველებს სამხედრო ძალის მობილიზირება დასრულებული არ ჰქონდა. ქართველთა ამირსპასალარი ივანე ათაბაგი ციხე-ქალაქ გარნისში იდგა სადაც აპირებდა ძალების თავმოყრას. მის განკარგულებაში 60 000-მეომარი იყო ის კვლავ ელოდებოდა ჯარის დამატებას. ჯალალ ად-დინმა დასწრება გადაწყვიტა, აღარ დაელოდა დვინის ბოლომდე აღებას და მთლი ძალით გარნისისკენ დაიძრა. ბრძოლის ბედი ქართულ სარდლობაში ქიშპობამ და შეუთანხმებობამ გადაწყვიტა. ქალაქ გარნისს საკმაოდ ღრმა ხეობა ჩაუდის რომლის თავზე ქართველები იყვნენ დაბანაკებული. ხოლო ქვემოთ ხვარაზმელთა ჯარი იყო განლაგებული. მიუხედავად არახელსაყრელი მდგომარეობისა პირველი შეტევა ჯალალ ედ-დინიმა დაიწყო. მან დარტყმა ქართველთა მეწინავე ნაწილზე მიიტანა რომელსაც ძმები შალვა და ივანე ახალციხელები სარდლობდნენ. როგორც ჩანს მეწინავე ნაწილი მრავალრიცხოვანი არ იყო, ამიტომ ძმებმა ამირსპასალარს დამატებითი ჯარის გამოგზავნა მოსთხოვეს. მაგრამ ივანე ათაბაგი ყოვლად გაუმართლებლად იქცეოდა ის დამხმარე ჯარს არ აგზავნიდა. სასტიკ ბრძოლაში შალვა და ივანე ახალციხელებს ცხენები მოუკვდათ , ხმლები დაემტვართ. ბოლოს ქართველებმა ვერ გაუძლეს მტრის შემოტევას და უკან დაიხიეს, ივანე ახალციხელი კლდიდან მოწყვეტილმა ლოდმა მოკლა ხოლო შალვა ახალციხელი ტყვედ ჩავარდა. მეწინავე ჯარის უკანდახევამ ქართულ ჯარში პანიკა გამოიწვია და მათ უწესრიგოდ უკანდახევა დაიწყეს. ივანე ათაბაგმა გაქცეული ლაშქრის შეკრება ვერ შესძლო. ბრძოლაში 4 000 ქართველი მეომარი დაიღუპა. ბევრიც ღრმა ხევში გადაიჩეხა. ივანე ათაბაგმა თავი ბიჯნის ციხეს შეაფარა. გარნისთან მოპოვებული წარმატების შემდეგ ჯალალ ედ-დინმა დვინიც აიღო და იმავე წლის დეკემბერში თბილისისკენ გამოემართა. რუსუდანმა დატოვა თბილისი და დასავლეთ საქართველოში გადავიდა თბილისის დაცვა კი მემნა და ბოცო ჯაყელებს დაავალა. თბილისი დიდი და კარგად დაცული ქალაქი იყო. მტერი მიხვდა რომ თბილის იერიშით ვერ აიღებდა, ამიტმ სხვა ხერხს მიმართა. თბილისი ძალიან მრავალეროვანი ქალაქი იყო. აქ ქართველების გარდა მოსახლეობის დიდ ნაწილს მაჰმადიანები შეადგენდნენ. მათთან ხორაზმელებმა მოლაპარაკება გამართეს და დიდი წყალობას დაჰპირდნენ თუ ქალქის კარებს გააღებდნენ. 1226 წლის 9 მარტს , როდესაც ხვარაზმელები შეტევაზე გადმოვიდნენ, ქართველებმაც მზადება დაიწყეს ამ დრო მოღალატეებმა მოკლეს მემნა ჯაყელი, კარი გააღეს და ხვარაზმელები ქალაქში შემოუშვეს. მტერმა გააფთრებული ბრძოლით ქალაქი დაიკავა. ქართველების დარჩენილი ჯარი ისინის ციხეში გამაგრდა, მაგრამ რუსუდანის ბრძანებით ეს ციხე მალევე დაცალეს. ჯალალ ედ-დინის ბრძანებით ქალაქში უმაგალითო ხოცვა-ჟლეტვა გაიმართა. დაუნდობლად ხოცავდნენ ყველას. ჯალალ ედ-დინის ბრძანებით სიონის ტაძარს გუმბათი მოუნგრიეს მის ნაცვლად კი ტახტი დადგეს სადაც ჯალალ ედ-დინი დაჯდა. მტკვრის ხიდის თავში იესო ქრისტეს და ღვთისმშობლის ხატები დაუყრიათ და აქ მორეკილ ქრისტიანებს აიძულებდნენ ხატები ფეხით გაეთელათ. ვინც ამას არ შეასრულებდა თავს კვეთდნენ. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მოწამეობრივის სიკვდილი არჩია. მემატიანის ცნობით საქართველოში 100 000 ადამიანი დაიღუპა. ხვარაზმ შაჰმა თბილისში უზარმაზარი სიმდიდრე იგდო ხეთ. მისმა მოლაშქრეებმა დაუნდობლად დაძარცვეს ეკლესიები მოსახლეობა. არც მაჰმადიანები არ დაუნდიათ მათ სანანებელი გაუხდათ ქართევლებისადმი ღალატი. ხვარაზმელების მიერ თბილისის აღება საქართევლოს დაპყრობას სულაც არ ნიშნავდა , მომხდურების მარბიელი ლაშქარი ქართველებმა არაერთხელ დაამარცხეს. ჯალალ ედ-დინმა ვერ შესძლო ვერც ანისის და ვერც კარის აღება. ასევე დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს მტერს საქართველოს მოკავშირე ხლათის მეციხოვეებმა. ხვარაზმელების ამდენი წარუმატებლობის შემდეგ ისარგებლეს ქართველებმა და თბილისი გაათავისუფლეს, მაგრამ ჯალალ ედ-დინმა პოზიციები აღიდგინა. 1228 წელს ქალაქ ბოლნისთან კვლავ დამარცხდა ქართველები. 1230 წელს ხვარაზმელებმა აიღეს ხლათიც. ეს იყო მისი უკანასკნელი წარმატება. ხვარაზმელების ხუთწლიანი თარეშის მიუხედავად მათ საქართველსო დამორჩილება მაინც ვერ შესძლეს.მალე მას ამცნობეს რომ მონღოლებმა მდინარე ამურდარია გადმოლახა. და მის წინააღმდეგ მოემართება ჯალალ ედ-დინს მოკავშირეები შემოეცალა , ხოლო 1231 წესლს ის უსახელოდ დაიღუპა ქურთისტანში. ჯალალ ედ-დინის გამანადგურებელმა ლაშქრობამ საქართველსო უაღრესად მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. განადგურდა ქალაქები და სოფლები დიდძალი მოსახლეობა ან დაიღუპა ან ტყვედ ჩავარდა. საქართველოს ჩამოშორად ყოფილი ყმადნაფიცი ქვეყნების დიდი ნაწილი. შესუსტდა საქართველოს ცენტრალური ხელლისუფლება. რუსუდანი ვერ ახერხებდა აჯანყებული ფეოდალების ჩახშობას. მალე საქართველსო დასაპყრობად თათარ მონღოლები მოვიდნენ. 1235 წელს საქართველოს სამხრეთ საზღვრებს მოადჰგა მონღოლები. მათ დაიპყრე ირანი, ადარბადაგანი და საქართველოს ყმადნაფიც შირვანში დათარეშორდნენ. მონღოლებმა აიღეს და მიწასთან გაასეორეს ქალაქი განძა. შემდეგ კი უშუალოდ საქართველოს საზღვრები გადმოლახეს აიღეს ქალაქი შამქორი და გარდაბანი.რუსუდანი რომელიც ახალდაბრუნებული იყო დასავლეთ საქართველოდან , როგორც კი გაიგო მონღოლების შემოსვლის ამბავი გაიგო მაშინათვე ქუთაისში წავიდა და ბრძანა მონღოლების გამოჩენისთანვე ქალაქი თბილისი გადაეწვათ და უომრად გასცლოდნენ. ცალკეული ფეოდალები თავიანთ სამფლობელოებში ჩაიკეტნენ და ასე აპირებდნენ წინააღმდეგობის გაწევას. საქართველოს ამირსპასალარმა ავაგ ათაბაგმა ყოვლად გაუმართლებელი გადაწყვეტილება მიიღო, იმ პირობით რომ მონღოლებს მისთვის სამფლობელოები შეენარჩუნებინათ , ის დამპყრობლებს წინააღმდეგობას არ გაუწევდა. ასევე უბრძოლველად დანებდნენ მონღოლებს სხვა ქართველი დიდებულებიც. მხოლოდ სამცხის მთავარი ივანე-ყვარყვარე ჯაყელ-ციხისჯვრელი განაგრძობდა ბრძოლას. ვიდრე რუსუდანისაგან არ მიიღო ბრძანება ისიც დანებებოდა. მონღოლებმა უომრად აიღეს გადამწვარი თბილისი. მონღოლებს საქართველოს დასაპყრობად გადამწყვეტი ან გენერალური ბრძოლა არ დასჭირვებიათ. ყველაფერი ფეოდალების პირადმა ინტერესებმა და სახელმწიფო ხელისუფლების უნიათობამ გადაწყვიტა. მიუხედავად ფეოდალების ასეთი მოღალატური საქმიანობისა მონღოლებს ქვეყნის საბოლოოდ დაპყრობა მაინც გაუჭირდათ.ეს იმიტომ რომ საქართველოს დაბალი ფენის მოსახლეობა შეურიგებლად ებრძოდა დამპყრობლებს. უხელმძღვანელოდ დარჩენილი ხალხი თავდადებით იცავდა თითოეულ ქალაქს , სოფელს ციხეეებს და გამაგრებულ ხევებს. მონღოლები დაუნდობლად უსწორდებოდნენ დაუმორჩილებელ მოსახლეობას. საქართველოს დასაპყრობად წარმოებული ბრძოლები 7-8 წელიწადს გაგრძელდა. დასავლეთ საქართველოში გადასვლა მონღოლებმა საერთოდ ვერ შესძლეს. იმერეთი მთაგორიანი და ტყიანი ქვეყანა იყო , სადაც მონღოლტა ცხენოსანი ჯარი მოუქნელი იყო. დასავლეთ საქართველოში გადასული მთავრობა ყველა ღონეს ხმარობდა რომ მონღოლებთან ბრძოლისთვის დახმარება მიეღოთ. რუსუდანმა რომის პაპს მისწერა წერილი სადაც დახმარებას ითხოვდა. სამაგეროდ ის დაპირებას იძლეოდა რომ კათოლიკურ რწმენაზე გადავიდოდა და რომის პაპის უზენაესობას ცნობდა. რუსუდანმა დასავლეთიდან ვერავითარი დახმარებ ვერ მიიღო. ამის შემდეგ რუსუდანს ერთადერთ იმედი რჩებოდა რომ მონღოლებს რუმის სულთანი დაამარცხებდა. რუმის სულთანი ყიას ედ-დინი რუსუდანის სიძე იყო და საქართველოს მეფე იმედოვნებდა , რომ მონღოლთა მარცხის შემთხვევაში , საქართველო ადვილად შესძლებდა მათ ბატონობისაგან თავის აცილებას. მაგრამ რუსუდანის ეს იმედიც გაქარწყლდა. მონღოლებმა 1243 წელს რუმის სულთანი დაამარცხეს, ამის შემდეგ საქართველოს მეფეს მონღოლებთან ზავის მეტი არაფერი დასჩენოდა. მონღოლთა სარდლობასთან მოლაპარაკების შემდეგ დაიდო ზავი, რომლის ძალითაც საქათველოში შენარჩუნებული იქნა მეფობა . მონღოლებს ქვეყნის მართვაში არავითარი ცვლილება არ უნდა შეეტანათ. რუსუდანი კვლავ ” ყოველი საქართველოს ” მეფედ რჩებოდა, მხოლოდ ეს უფლება მონღოლებისაგან უნდა მიეღო. მასვე უბრუნდებოდა თბილისი და მონღოლების მიერ დაკავებული სხვა ქალაქებიც. აღმოსავლეთ საქართველოში რომელიც მონღოლთა დაპყრობილი იყო დარჩებოდა მონღოლთა ჯარი. დასავლეთ საქართველო რომელიც მონღოლებისაგან დაპყრობილი არ ყოფილა დამპყრობლების ჯარი არ შევიდოდ , მაგრამ მონღოლ ხლისუფლებას დაემორჩილებოდა. გადასახადს კი ერთიანი საქართველო გადაიხდიდა. ხარკის რაოდენობა იყო 40-50 ათასი პერპერა. საქრთველოს ჯარი უნდა გამოეყვანა მონღოლთა მხარეს. პირობის თანახმად დავით რუსუდანის ძე ყაენის ურდოში გაგზავნეს ტხტის მემკვიდრედ დასამტკიცებლად. გავიდა დრო და მის შესახებ არაფერი ისმოდა , ამასობაში 1245 წელს გარადიცვალა რუსუდანი და საქართველო უმეფოდ დარჩა. მონღოლებმა ისარგებლეს საქართველოში შექმნილი ვითარებით და საქართველო დაჰყვეს სამხედრო-საგამგებლო ერთეულებად დუმნებად . მართალია დუმნების სათავეში ქართველი ფეოდალი ჩააყენეს მაგრამ ამით კარგად გამოჩნდა რომ ქართულ ფეოდალიზმს გადაშენება დაემუქრა.ამას თვით მონღოლთა სამსახურში ჩაყენებული ფეოდალებიც მიხვდნენ თუ რამხელა საფრთხე ემუქრებოდათ და აჯანყებისთვის მზადება დაიწყეს. ქართველთა დიდაზნაური თავკაცები ჯავახეთში კოხტასთავის ციხეში შეიკრიბნენ და დაიწყეს ბჭობა მონღოლთა წინააღმდეგ ერთიანი გამოსვლის მოსაწყობად. შეთქმულება მოღალატემ გასცა. შეთქმულები მონღოლებმა დააპატიმრეს. დაპატიმრებას გადაურჩა დასავლეთ საქართველოს ორი დიდებული- ცოტნე დადიანი და კახაბერ კახაბერის ძე, რომლებიც ადრევე წასულიყვნენ თავიანთ საგანმგებლოებში ჯარის შესაკრებად. შეპყრობილი თავადაზნაურობა ანისში მონღოლ სარდლობას მიუყვანეს, იქ მათ დაკითხვა და წამება დაუწყეს. ქართველი დიდკაცობა მათ ნამდვილ შეკრების მიზეზს არ ამხელდნენ. მონღოლთა სარდლის ბრძანებით შეთქმულები გამოტეხვის მიზნით წელზევით გააშიშვლეს და მცხუნვარე მზის ქვეშ დაყარეს. ასე გრძელდებოდა მრავალი დღე. მათ სიკვდილი მოელოდათ. როდესაც ეს ამბავი ცოტნე დადიანმა გაიგო , მან თავისი თანამემამულეების გათავისუფლება გადაწყვიტა. იგი 2 მსახურის ამარა გამოცხადდა მონღოლ სარდლობასთან , მსახურებს უბრძანა მისთვის მხრები შეეკრათ და ის მისი თანამემამულეების გვერდით დაჯდა. მონღოლებმა დაიჯერეს ქართველების უდანაშაულობა და ყველა გაათავისუფეს. ცოტნე დაიდიანის გმირობამ ხალხზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. |
|
Всего комментариев: 0 | |