01:00 გიორგი IV ლაშას მეფობა |
თამარის გარდაცვალების შემდეგ სამეფო ტახტი დაიკავა ლაშა-გიორგიმ (1213-1223). ლაშა-გიორგის გამეფებისთანავე დაიძაბა ურთიერთობა სამეფო კარზე დაწინაურებულ დიდებულებთან. ახალგაზრდა მეფემ დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება დაიწყო, დიდებულები ცდილობდნენ მეფეზე და სამეფო ხელისუფლებაზე გავლენა შეენარჩუნებინათ. მეფემ სცადა ჩამოეშორებინა დედის დროს დაწინაურებული დიდებულები და მათ ნაცვლად ახალგაზრდები მოიწვია, მათ შორის ზოგი დაბალი წარმოშობისაც კი იყო. ამგვარად სამეფო ხელისუფლებაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ორი თაობა. ლაშა-გიორგი და მისი მომხრეები მოწადინებულები იყვნენ აღედგინათ მეფის შეუზღუდავი ძალაუფლება, ისეთი როგორიც ჰქონდა დავით აღმაშენებელს და გიორგი III-ს. ასეთ პოლიტიკს შეურიგებლად ეწინააღმდეგებოდა დიდებულები. ეს კონფლიკტი კარგად გამოჩნდა განძასთან ბრძოლაში. XIII საუკუნის დასაწყისში საქართველოს ბევრი ყმადნაფიცი ანუ ვასალი ქვეყანა ჰყავდა. ესენი იყვნენ იმიერკავკასიაში- ჩერქეზები, ალან-ოვსები, დურძუკები, ღურძანი და ლეკები. ჩრდილოეთ აზერბაიჯანში- დარუბანდი, შირვანი და განძის საათაბაგო. სამხრეთით- ხლათის და ერზინკის სასულთნოები, არზრუმის საამირო და სხვები. ყმადნაფიცი ქვეყნები ვალდებულები იყვნენ საქართველოსთვის ხარკი გადაეხადათ და ჯარი გამოეყვანათ საქართველოსთვის. თამარის გარდაცვალებით და ახალგაზრდა მეფის გამეფებით ისარგებლა , განძის ათაბაგმა და საქართველოსგან განდგომა დაიწყო. ლაშა-გიორგის ბრძანებით შეიკრიბა ჯარი და განძისკენ დაიძრნენ.ათაბაგი ციხე-ქალაქ განძაში ჩაიკეტა. განძის აღება პირდაპირი იერიშით გაძნელდა. სარდლობის ბრძანებით ქართველებმა ქალაქს ალყა შემოარტყეს. ესეთი ტაქტიკური ბრძოლა დიდ დროს მოითხოვდა, ახალგაზრდა მეფეს კი რაც შეიძლება მალე სურდა ამ ბრძოლის დასრულება. ლაშა-გიორგიმ მის ხელთ არსებულ 4 000 მეომრით ქალაქის დასაზვერად მტკვრის მხრიდან შემოუარა. მტრებმა რომ დაინახეს ქართველთა მეფეს მცირერიცხოვანი ჯარი ჰყავდა , გააღეს ქალაქის კარი და 10 000-იანი არმია შეუსიეს ქართველებს. ლაშა-გიორგიმ და ქართველმა მეომრებმა დიდი სიმამაცე გამოიჩინა და მტერი ისევ ქალაქში შერეკეს. ბრძოლის ხმაზე ქართველთა სარდლობა , რომლებიც დიდებულებიც იყვნენ მივიდნენ მეფესთან და მეფე საყვედურებით აავსეს მათთან შეუთანხმებელი მოქმედების გამო და დაემუქრნენ თუ ის კიდევ ჩაიდენდა ამგვარ საქციელს, ისინი მის სამსახურზე უარს იტყოდნენ. ლაშა-გიორგი იძულებული გახდა ცხენიდან ჩამოსულიყო და ბოდიში მოეხადა. როგორც ჩანს მეფეს დიდებულებთან ბრძოლისას სათანადო დასაყრდენი არ გააჩნდა რადგან ის ასე ადვილად დიდებულების წინაშე ბოდიშს არ მოიხდიდა. საბოლოოდ ქართევლთა ბერძოლა განძის წინააღმდეგ წარმატებით დარულდა , ათაბაგმა თავი კვლავ საქართველოს ყმადნაფიცად ცნო. დაპირისპირება ძველ და ახალ თაობას შორის საყოფაცხოვრებო საკითხებშიც იჩინა. სამეფო კარზე არსებულმა დიდებულებმა მეფეს ნება არ დართეს დაქორწინებულიყო დაბალი წარმოშობის ქალზე, რომელიც მას თავდავიწყებით უყვარდა. ამ ქალთან ლაშა-გიორგის ვაჟი შეეძინა რომელსაც დავითი დაარქა. მაგრამ დიდებულებმა ის მეფის კანონიერ მემკვიდრედ რა ცნეს. ლაშა ერთგული დარჩა მისი სიყვარულის და სხვა ქალი არ მოუყვანია. ლაშა გიორგის საყვედურობდნენ რინდებთან კავშირშიც, ამ პერიოდის აღმოსავლეთში გავრცელებული ეთნიკურ-ფსიქოლოგიური მიმდინარეობა იყო. ამ მიმდინარეობის წარმომადგენლები წინააღმდეგნი იყვნენ რელიგიებისადმი ღრმა მორჩილების. მათ ყველაზე მთავრად ღვინის სმა და ქალის სიყვარული მიაჩნდათ. ამ მიმდინარეობის ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ: ომარ ხაიმი, ავიცენა, ჰაფეზი. ლაშა-გიორგი რინდების თავგამოდებული დამცველი იყო. მეფის მოწინააღმდეგენი მას ლოთობას და მრუშას აბრალებდნენ. საქართველსო სიძლიერის სახელი ამ დროს ჯერ კიდევ შორს იყო გავარდნილი. საქართველოს იმედის თვალით უყურებდნენ მაჰმადიანთან მებრძოლი ჯვაროსნები და თვით რომის პაპიც. ლაშა-გიორგი აპირებდა მოეწყო შორეული ლაშქრობა რომლითაც გაათავისუფლებდნენ ქრისტეს საფლავს. მაგრამ საქართველოს საზღვართან გამოჩენილმა მონღოლებმა მეფის გეგმები ჩაშალა. 1220 წელს მონღოლები აზერბაიჯანში შეიჭრნენ , აზებაიჯანის მმართველი მონღოლებს დაუზავდა. ამის შემდეგ მონღოლები საქართველოში შემოიჭრნენ.მონღოლებმა პირველივე ბრძოლაში გაიმარჯვეს, მათ საქართველოს სიღმეში შემოსვლა არც უცდიათ. მეორე ბრძოლაში ქართველები მომზადებულები დახვდნენ მტერს. ლაშა-გიორგიმ 90 000-იანი არმია შეკრიბა და მტერს შეებრძოლა. მონღოლებმა ჩვეული ხერხი იხმარეს-ჯარი ორად გაყვეს. ერთი ნაწილი ქართველებს შეებრძოლა რომელიც მალევე უკუიქცა. ქართველები გაქცეულებს დაედევნენ, სწორედ ამ დროს ჩაება მონღოლთა მეორე ნაწილი ბრძოლაში ქართველები ამ ბრძოალში დამარცხდნენ. ამის შემდეგ მონღოლები ჩრდილოეთ კავკასიაში გადავიდნენ სადაც დაამარცხეს რუსთა და ყივჩაღთა გაერთიანებული ჯარი. ისინი კასპიის ზღვსი გავლით უკან დაბრუნდნენ ყაენთან. მონღოლებთან რამდენიმე მარცხმა სერიოზული დარტყმა მიაყენა საქართველოს. უკვე საუკუნეზე მეტი იყო გასული რაც საქართველოს დამარცხების სიმწარე არ განეცადა. მიუხედავად ასეთი მარცხისა ქართველებმა სათანადო დასკვნები მაინც ვერ გამოიტანეს. ცოტა ხანში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო რომ საქართველოს ძლიერების ხანა წარსულს ჩაბარდა. მონღოლებთან ბრძოლაში დაიჭრა ლაშა-გიორგი. რომელიც ბრძოლაში მიღებული ჭრილობით 1223 წესლს გარდაიცვალა. |
|
Всего комментариев: 0 | |