menu
person

01:02
დავით IV აღმაშენებელი (1089-1125)
დავითის გამეფების ჟამს ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში იყო. სამეფოს ხელისუფლება მხოლოდ დასავლეთ საქართველოში ვრცელდებოდა. კახეთი და ჰერეთი კვლავ დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა. თბილისი მაჰმადიან ამირას ემორჩილებოდა. ქართლი და სამხრეთი საქართველო თურქ-სელჯუკებისაგან იყო აოხრებული. მოსახლეობა ტოვებდა მამაპაპურ სახლებს და მთებში იხიზნებოდა.

დავითმა აზნაურებისაგან შექმნა სამხედრო რაზმები, რომლებიც თავს ესხმოდნენ თურქებს და ანადგურებდნენ. მეფემ აღადგინა დისციპლინა და წესრიგი ჯარში. დავით აღმაშენებელზე ისტორიკოსი გვაუწყებს « საეშმაკონი სიმღერანი, სახიომანი და განცხრომანი და გინება ღმრთისა სიძულვცილი და ყველა უწესობა მოსპობილ იყო ლაშქართა შინა მისთა»

. დავითმა შესანიშნავად იცოდა რომ ქვეყნიდან თურქ-სელჯუკების განდევნა, ქვეყნის გაერთიანება, სამეფო ხელისუფლების განმტკიცება შეუძლებელი იქნებოდა ვიდრე ქვეყანაში ურჩი აზნაურები იყვნენ. სამეფო ხელისუფლებასთან მტრობაში და ქვეყნის მოღალატეურ საქმიანობაში გამორჩეული იყო ბაღვაშთა საგვერეული ლიპარიტ V-ის ხელმძღვანელობით. დავითმა დაატყვევა ლიპარიტი, მან მოინანია დანაშაული და დავითმა გაათავისუფლა. მეფე მალე მიხვდა რომ ლიპარიტი არ გამოსწორებულა. როგორც «კუდი ძაღლისა არ განემართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს»

. დავითმა კვლავ შეიპყრო ლიპარიტი. ორწლიანი პატიმრობის შემდეგ ის ბიზანტიაში გააძევა. კლდეკარი კი მის ერთგულ მოხელეებს ჩააბარა. ცოტა ხნის შემდეგ მეფემ მეორე ფეოდალიც, ზედაზნის ციხის პატრონი ძაგანი დასაჯა ურჩობისთვის. დიდებულებმა დაინახეს რომ დავითი მამამისივით აჯანყებულებს კი არ ასაჩუქრებდა , არამედ უმკაცრესად სჯიდა.

თურქ-სელჯუკების წინააღმდეგ ბრძოლას ხელს უწყობდა მახლობელ აღოსავლეთში შექმნილი ვითარება. 1092 წელს გარდაიცვალა მელიქ-შაჰი, მისი ტახტისთვის საშინელი ბრძოლა დაიწყო. თურქ-სელჯუკთა სახელმწიფო მანამდეც ერთიანი არ ყოფილა XI საუკუნის 70-იან წლებში ქვეყანას გამოეყო ეუმის სასულთნო. მელიქ-შაჰის გარდაცვალების შემდეგ კი თურქ-სელჯუკთა სახელმწიფოს დაშლა კიდევ უფრო დაჩქარდა.თურქ-სელჯუკების მთავარი ყურადღება ჯვაროსნების წინააღმდეგ იქნა გადატანილი.

1095 წელს საფრანგეთის ქალაქ კლემონში. რომის პაპმა ურბან II-მ მოუწოდა ხალხს გაელაშქრათ აღოსავლეთით და ურჯულოთაგან გაეთავისუფლებინათ ქრისტეს საფლავი. პაპის განცხადებით ევროპაში არსებული ყველა უბედურება მხოლოდ ერთი რამის გამო არის რადგან ურჯულოები აკონტროლებენ ქრისტეს საფლავს. 1096 წელს ევროპის სხვადასხვა კუთხიდან რაინდები დაიძრნენ ქრისტეს საფლავის გასათავისუფლებლად. დაიწყო ჯვაროსნული ლაშქრობები. რაინდებზე ადრე იერუსალიმისაკენ დაიძრნენ ღატაკები და უსინათლოები. ცხადია ისინი თურქებთან პირველივე შეტაკებისას დამარცხდნენ.

დავითმა ისარგებლა ჯვაროსნების ლაშქრობით და თურქ-სელჯუკებს 1099 წელს შეუწყვიტა ხარკის მიწოდება. საერთაშორისო ვითარება საქართველოსთვის სასარგებლოდ იცვლებოდა. ქვეყანაში აუცილებელი იყო რეფორმების გატარება. ქვეყანაში შექმნილმა მძიმე მდგომარებამ თავისი დაღი დაასვა ეკლესიასაც. სასულიერო პირთა ნაწილი უღირსი იყო ნაწილი კი მეფის მტრებს უჭერდა მხარს. საეკლესიო რეფორმის გატარება ბაგრატ IV-მ სცადა მაგრამ მაშინ შესაფერისი ვითარება არ იყო ქვეყანაში. დავით IV-მ გადაწყვიტა წესრიგი დაემყარებინა ეკლესიაში. 1104 წელს გაიმართა საქართველოს საეკლესიო კრება. რომელიც ჩატარდა რუისსა და ურბნისში , ამიტომ ამ კრებას რუის ურბნისის საეკლესიო კრება ეწოდა. კრებას ესწრებოდა მეფე, კათალიკოსი იოანე VI, ეპისკოპოსები და სხვა საეკლესიო პირები. კრებამ უღირსი საეკლსიო პირები თანამდებობებიდან გადააყენა და მათ ნაცვლად ღირსეული მღვდლები დანიშნა. ამავე დროს მიიღეს საეკლესიო ცხოვრების მოსაწესრიგებელი დადგენილებები.

რუს ურბნისის კრებიდან ცოტა ხნის შემდეგ დავითმა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო. მან შექმნა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის თანამდებობა. მწიგნობართუხუცესი - მეფის კანცელარიის უფროსი იყო. ხოლო ჭყონდიდელი - ერთ ერთი ყველაზე გავლენიანი ეპისკოპოსი იყო. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის თანამდებობაზე მყოფ ადამინას შეეძლო როგორც საერო ასევე სასულიერო საქმეებში ჩარევა. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდის თანამდებობას ზრდიდა კიდევ ის ფაქტი რომ მეფემ უმაღლესი სასამართლო სააჯო კარი აგრეთვე დაუქვემდებარა მას. პირველი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდი გახდა დავით მეფის აღმზრდელი გიორგი მწიგნობართუხუცესი.

დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მსტოვართა ინსტიტუტის შექმნას, რაც საშუალებას აძლევდა მეფეს ცოდნოდა ყველაფერი რაც ხდებოდა ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. თურქ-სელჯუკთა წინააღმდეგ ომი შეუძლებელი იქნებოდა ძლიერი ჯარის გარეში, დავითმა პირადად დაიწყო ჯარში რეფორმების გატარება. მან შექმნა მეფის პირადი გვარდია მონასპა. დავითის დროს ქართული ჯარი სამ ნაწილად იყოფოდა. ესენი იყო მონასპა, ქალაქებსა და ციხეებში მდგარი გარნიზონები და ლაშქრის ძირითადი ნაწილი. სამხედრო რეფორმები დასრულდა 1118 წელს როდესაც მეფემ საქართველოში გადმოასახლა 40 000 ყოვჩაღის ოჯახი. მათ ევალებოდათ თითო ოჯახციდან ერთი კაცი უნდა გამოსულიყო საომრად. სავარაუდოა რომ დავითმა პოლიტიკური ნიშნით შეირთო ცოლად ,ყივჩაღთა ერთ-ერთი მთავრის ათარქა შაღანის ძის ასული გურანდუხტი.ყივჩაღთა გადმოსახლებით დავითმა გაზარდა ქართული ჯარის რაოდენობა, მათი გამოყენება შეიძლებოდა როგორც საგარეო მტრის ასევე ურჩი ფეოდალების წინააღმდეგაც. ამ გადაწყვეტილებით სამხედრო ვალდებულება ბევრ ქართევლს აღარ დაეკისრა. ისინი მხოლოდ სამეურნეო ცხოვრებით იყვნენ დაკავებული. რამაც ხელი შეუწყო ქართული ეკონომიკის განვითარებას.

დავითმა ილაშქრა ჩრდილოეთ კავკასიაში და ოვსები ყმადნაფიცობით დაიმორჩილა. დავით აღმაშენებლის დროს კიდევ უფრო ძლიერდებოდა ქართველთა გავლენა ჩრდილოეთ კავკასიაში. იქ გავრცელდა : ქართული დამწერლობა, კუტურა, ქართული ენა, ქრისტიანობა. ყოველივე ამან ჩრდილო კავკასიელი ხალხი კიდევ უფრო დააკავშირა საქართველოსთან.

1104 წელს მეფის მომხრე კახელმა აზნაურებმა შეიპყრეს კახეთის მეფე აღსართანი და დავითს მიჰგვარეს. ამის შემდეგ დავითი კახეთ-ჰერეთში გადავიდა და ეს ორი მხარე დაიმორჩილა. განძის ათაბაგმა იგრძნო თუ რამხელა საფრთხე დაემუქრებოდა მის გვერდით ძლიერი საქართველოს არსებობისას ამიტომ მან საქართველოში დიდძალი ლაშქარი გამოგზავნა. 1104 წელს ერწუხთან ბრძოლისას დავითმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. 1110 წელს ქართველებმა აიღეს სამშვილდე , შეშინებულმა თურქებმა უკან დაიხიეს. 1115 წელს დავითმა გაათავისუფლა რუსთავი. 1117 წელს დავით IV-მ საქართველოს უკიდურე აღმოსავლეთით მდებარე ციხე-ქალაქი გიში დაიკავა. 1118 წელს მეფემ სელჯუკების წაართვა ლორე . ცხადი იყო, რომ მალე დადგებოდა თბილისის ჯერიც.

საქართველოს გაძლიერებით სერიოზულად შეშფოთდა სელჯუკები. მათ გადაწყვიტეს ერთხელ და სამუდამოდ წელში გადაეტეხად საქართველო. მით უმეტეს, რომ თურქებმა რამდენჯერმე მოახერხეს ჯვაროსნების დამარცხებაც. სელჯუკების სარდალმა იღ-ღაზამ დაამარცხა ანტიოქიის მთავარი როჟერი . სავარაუდოა რომ სწორედ ამ ბრძოლის შემდეგ მოხდა საიდუმლო შეხვედრა დავით აღმაშენებლის და იერუსალიმის მეფე ბოლდუინ II-ს შორის. სულთან მაჰმუდ მუჰამედის ძის ბრძანებით შეიკრიბა 300 000-იანი (სომხურ წყაროებში 600 000) არმია, რომელიც იღ ღაზის მეთაურობით საქართველოსკენ დაიძრა. ამ უზარმაზარ სამხედრო ძალას დავითმა დაუპირისპირა 40 000 ქარრთველი, 15 000 ყივჩაღი, 5 000 ოვსი და 1 000 ჯვაროსანი. ბრძოლა დიდგორში გაიმართა ანტიოქიის კანცლერის გოტიეს გადმოცემით დავითმა შემდეგი სიტყვებით მიმართა ჯარს. «ეჰა, მეომარნო ქრისტესანო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად წესიერად ვიბრძოლოდ, არამცთუ ეშმაკის ურიცხ მეომართა , არამედ თვით ეშმაკსაც ადვილად დავამარცხებთ, და ერთს რამესაც გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისთვის და სარგებლობისთვის კარგი იქნება, ესაა, რომ ჩვენ ყველამ, ხელთა ცისადმი აღპყრობით ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისთვის ამ ბრძოლის ველზე უფრო მოვკვდებით , ვიდრე გავიქცევით და რომ არ შეგვეძლოს გაქცევა, რომც მოვინდომოთ , ამ ხეობის შესავალი, რომლითაც შემოვსულვართ, ხეთა ხშირ ხორგებით შევკრათ და მტკიცე გულით მტერს, როცა მოგვიახლოვდება, სასტიკად შევულიოთ”.»

1121 წლის 12 აგვისტოს დავით აღმაშენებელის წინამძღოლობით ქართველებმა დიდგორის ველზე უდიდესი გამარჯვება მოიპოვეს. დავითმა მტერი აიძულა ბრძოლა გაემართა ვიწრო ხეობაში, სადაც მტერი ვერ გამოიყენებდა მის რიცხობრივ უპირატესობას. უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა იმ ორასი მეომრის გმირობას , რომლებმაც თავი შესწირეს , მაგრამ მეფის ჩანაფიქრი შეასრულეს. მათ მოახერხეს არეულობის შეტანა თურქთა უზარმაზარი ლაშქრის შუაგულში. სწორედ ამ დროს ქართველთა ლაშქარმა დავითის და დემეტრეს მეთაურობით შეუტიეს სელჯუკებს. მტერმა ვერ გაუძლო ქართველთა შეტევებს და უკან დაიხიეს. ქართველები სამი დღე-ღამის განმავლობაში მისდევდა მტერს და დიდი ალაფი ჩაიგდე ხელთ.

დიდგორში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ გადაწყდა თბილისის ბედიც 1122 წელს დავითმა თბილისი გაათავისუფლა. თბილისის აღების შემდეგ დედაქალაქი ქუთაისისდან თბილისში გადმოიტანეს. წესრიგი და სიმშვიდე აღადგინა ქალაში. დავითმა მფარველობა აღუთქვა თბილისის ყველა მცხოვრებს, ეროვნულ და რელიგიურ აღმსრულებლობის მიუხედავას. მუსლიმებს დაუწესა ყველაზე დაბალი გადასახადი 3 დინარი, ებრაელები იხდიდნენ 4 დინარს, ხოლო ქართველები 5 დინარს. დემეტრე I-ის დროს, 1153-1154 წლებში, თბილისში მყოფი არაბი ისტორიკოსი ალფ-ფარიკი წერს, რომ ბაღდადშიც ვერ იხილავთ მუსლიმებისადმი ისეთ კარგ მოპყრობას, როგორც ეს თბილისში არის.

1123 წელს დავით აღმაშენებელმა გაათავისუფლა დმანისი. 1123 წელს შირვანშაჰმა მუჰამედმა და დავითს შემოუთვალა. «შენ ტყეთა მეფე ხარ და ვეროდეს მოხვალ ველთა... თუ გენებოს, ძღვენი ჯეროვანი გამოგზავნე. და თუ გინდა, სამალავთათ გამოდი და მნახე»

.

მეფე სასწრაფოდ დაიძრა მტრის წინააღმდეგ 50 000-იანი მხედრობით. და სასტიკად დაამარცხა. 1124 წელს დავითმა დაიკავა შირვანი. ამავე წელს დავითს მიმართეს ანისელებმა და ქალაქის განთავისუფლება სთხოვეს. ანისი სამოცი წლის განმავლობაში მაჰმადიანთა ხელში იყო. 1124 წელს დავითმა გაათავისუფლა ანისი და ჩრდილოეთ სომხეთი საქართველოს შემოუერთა.

საქართველოს უდიდესი მეფე დავით IV აღმაშენებელი 1125 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა. მან თავის მემკვიდრეებს დაუტოვა ქვეყეყანა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. და ოვსეთიდან არეგაწამდე. მეფე დაკრძალეს მის მიერ 1106 წელს აგებულ გელათის ტაძარში. ქართულმა ეკლესიამ დავით აღმაშენებელი წმინდანად შერაცხა.


Категория: საქართველოს ისტორია | Просмотров: 1180 | Добавил: remixs | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
Имя *:
Email *:
Код *: